„ეს არის ტოტალური დექართველიზაციის პროცესი, ჩვენს სისხლს და ხორცს ვკარგავთ!" - მამუკა არეშიძე გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვაზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, 12 სექტემბერს კი აფხაზეთია დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ყველა სკოლაში ქართული ენა უცხო ენად იქნა წარდგენილი და გაკვეთილები, რომლებიც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რუსულ ენაზე გადავიდა.

 

 ამ ფაქტის შესაფასებლად ექსპერტ კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით :  

- ეს ფაქტი და ამბავი რომ იგეგმებობდა, ჩვენ ვიცოდით რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ნელ-ნელა დაიწყო შეზღუდვა  კლასების მიხედვით ქართული ენის შესწავლის. მაშინვე იყო საუბარი ამაზე და განგაშის ზარი. იქ ადგილებორივები დახმარებას ითხოვდნენ და საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს რეზულტატი. ნელ-ნელა შეამცირეს და ფაკულტატიურ დონეზე გადაიყვანეს დატოვეს მხოლოდ იმ კლასებში,რომელმაც დაიწყო სწავლა ამ ენაზე. მეთერთმეტე კლასი წლევანდელი იყო ბოლო და ახლა მთლიანად გადავიდა რუსული ენის სწავლებაზე. ეს რომ მოსალოდნელი იყო, გადასარევად ვიცოდით, სახელმწიფოს ვგულისხმობ და არა კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ და ამაშია მთელი უბედურება.

სხვისთვის დაბრალება და თქმა, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკას ატარებენ და როგორ ბედავენ ამას, იოლია... მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ ვერ გავაკეთეთ. იქვე დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს რამდენი წელია, უკვე ჩვენ თვალწინ ხდება ყველაფერი. პრაქტიკულად, ჩვენ ტერიტორიაზე ხდება დექართველიზაციის აქტიური პროცესი და უნდა გითხრათ, რომ ახალგაზრდების ერთი ნაწილი,რომელიც სწავლას აგრძელებს მერე ან სოხუმის უმაღლესში ან ჯარში მიდის ან რაღაც ჩართულობა აქვთ აფხაზურ საზოგადოებაში, ცდილობს, რომ აფხაზი ჩაეწეროს პასპორტში. ეს არის მთელი ტოტალური დექართველიზაციის პროცესი. ყველა არ აკეთებს ამას ბუნებრივია, მაგრამ თავიდან დაიწყო იმით, რომ გალის რაიონს ჩამოაჭრეს სოფლები ოთხმოცდაათიანებში ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონს ამ რაიონებში ამ სოფლებში თავიდანვე აკრძალული იყო ქართული ენის სწავლა. გალის რაიონში იყო დეკორატიულად დარჩენილი და დასანახად ქართული ენის სწავლა და მერე ესეც შეამცირეს და მივიღეთ ახლა ეს პროცესი. ჩვენ, პრაქტიკულად, ჩვენს სისხლს და ხორცს ვკარგავთ.

- რა შეიძლება, გაკეთებულიყო ამ ყველაფრის  თავიდან ასაცილებლად?

-  ვანხორციელებთ ჯანდაცვის პროგრამას, ვმკურნალობთ აქ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელები ბრუნდებიან აფხაზეთში და ვიღებთ შედეგად ამას. არ ვამბობ, რომ ჯანდაცვის პროგრამა არ უნდა განვახორციელოთ, პირიქით,უნდა განვახორციელოთ ,მაგრამ შექმნილი ვითარება უნდა გამოვიყენოთ. როგორც გამოვიყენეთ ამ ბოლო დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მკურნალობა, რომელიც ცხინვალიდან ჩამოვიდა... ეს პროცესი გამოვიყენეთ რომ საქვეყნოდ საქმე გაკეთებულიყო. როდესაც თბილისში მკურნალობს მაღალჩინოსნები აფხაზეთიდან და მათი ოჯახის წევრები, ჩვენ აქ შედეგი უნდა გვქონდეს. ამის გაკეთება შეგვიძლია, ყოველშემთხვევაში მცდელობა მაინც უნდა გვქონდეს და რა შედეგი დადგება დროის საქმეა. ის მაინც შეგვეძლო, გვეცადა, რომ თუ გალის ყველა სკოლაში არა რაღაც ნაწილი მაინც დარჩენილიყო ქართულენოვანი, მაგრამ არ მოხერხდა. ვინ არის ამაში დამნაშავე და ვინ არის გულარხეინი მაყურებელი ეს უკვე მერე განვსაზღვროთ.

 ავტორი:სალომე ნოზაძე