60 ახალი სტატია

რა სარგებელს მოუტანს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დაცულ ტერიტორიებზე UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა:

„საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას.
მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს“.

„ვერსია“ დაინტერესდა, რა სიკეთეებს მოუტანს ეს სიახლე საქართველოს, რა სახის ვალდებულებები და სარგებელი ეკისრება ქვეყანას... ამის გასარკვევად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნიკო თევდორაშვილს დავუკავშირდით:

„საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთისა დამტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა და ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს სულ რაღაც 213 ბუნებრივ მემკვიდრეობის გვერდით, მათ შორის, ყველასათვის ცნობილი ამაზონის ტყე, გრანდ კანიონის ეროვნული პარკი, იელოსტოუნის ეროვნული პარკი, მთა ეტნა, შვეიცარიის ალპები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურებისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა საქართველოში მოგზაურობისას ენიჭება ბუნებას და არსებულ ღირსშესანიშნაობებს. იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი დამატებითი მიზეზი გახდება მოგზაურებისთვის, აღმოაჩინონ მსოფლიო მნიშვნელობის ტერიტორიები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს პოსტ კოვიდურ პერიოდში საქართველოში ტურიზმის სწრაფ და ეფექტიან აღდგენას. ის, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ზრდას, ვიზიტორთა დაინტერესებას და ეკოტურიზმის განვითარებას.

იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში ადგილის დამკვიდრება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ისევე როგორც რეგიონის მასშტაბით, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორიები კავკასიის ეკორეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ვულოცავთ საქართველოს კიდევ ერთ ღირსეულ საერთაშორისო აღიარებას!"

 ავტორი:სალომე ნოზაძე