10 წლის წინ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი ჩავიბარეთ და დღეს საქართველო დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია - ღარიბაშვილი

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიის, არამხოლოდ რეგიონში. შეიძლება ითქვას ამაყად, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული ქვეყანა არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებულ ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დავუბრუნეთ ჩვენს მოქალაქეებს. მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია. ამ დოკუმენტის მიხედვით ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია. არავითარი ბარიერი არ იქმნება მთავრობის მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური ტელეარხები და სიტუაცია რადიკალურად არის გაუმჯობესებული. მე მთავარ ინდიკატორს მოვიყვან, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს თუ რა ვითარებაა საქართველოში. 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4000 და 5000 საქმეს. დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. მე ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა პრემიერმა.