სამგორის რაიონში სოციალური საწარმო გაიხსნა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა სოციალური საწარმო „მულტიფუნქციური სერვის ცენტრი“ გახსნეს. ვარკეთილი 3, მესამე მასივში, კალოუბნის ქუჩა N16-ში გახსნილი სოციალური საწარმოს მიზანი რაიონში მცხოვრებთათვის ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაა სარემონტო და საყოფაცხოვრებო მიმართულებებით და ამ სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდებისა და ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა. „მულტიფუნქციური სერვის ცენტრი“ უზრუნველყოფს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების სამეწარმეო და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებას, ასევე, მათი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ინვენტართან წვდომის შესაძლებლობების გაზრდას.
ცენტრში მოწყობილი ინფრასტრუქტურა ქმნის სარემონტო-სამშენებლო ინვენტარის შეღავათიან ფასად გაქირავების შესაძლებლობას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სოციალური საწარმო „მულტიფუნქციური სერვის ცენტრის“ პროექტი განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“. პროექტი მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) დაფინანსებითა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საწარმოს გახსნას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია დაესწრო.