კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, 4 სექტემბერს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ისნის რაიონში, თ.დავითაის ქ. N11-თან ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდებათ.
კომპანია ამბობს, რომ აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 სექტემბერს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
"ისნის რაიონში: თეოფილე დავითაიას, პატარიძის ,მშველიძის, ლეჟავას , ვაზის,ქევხიშვილის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, აჩაბეთის , ხელოვანთა ქუჩებს, ვაზისუბნის I,II,III,IV მკ/რ-ებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით," - წერია განცხადებაში.
ისანში მცხოვრებლებს 4 სექტემბერს წყალმომარაგება შეეზღუდებათ - GWP-ის განცხადება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი