ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ევაკუაცია გამოცხადდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს საქართველოს მასშტაბით სამი ევაკუაცია გამოცხადდა:

პირველი შემთხვევა მოხდა თბილისში, "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" -  სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. 

ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მეორედ ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გადაიდო მინიმუმ რამდენიმე პროცესი გადაიდო.

ერთ-ერთი საქმე, რომლის განხილვაც გადაიდო 3 ივნისს დაკავებული ედუარდ მარიკაშვილის საქმეა. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელის ადვოკატს უთხრეს, რომ პროცესის გადადების მიზეზი სასამართლოში გამოცხადებული ევაკუაცია იყო.

მესამე განგაშის შემთხვევა მოხდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც, სადაც გამნაღმველები და სამართალდამცავები მუშაობენ. შენობიდან მოქალაქეები გამოიყვანეს.

ადვოკატი დალი სულაქვერიძე ამბობს, რომ პროცესზე იმყოფებოდა, როცა მოსამართლემ სხდომა მოულოდნელად შეწყვიტა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ელექტრონულ ფოსტაზე სასამართლოში მივიდა შეტყობინება, რომ შენობა დანაღმულია.

"მანდატურმა მოსამართლეს რაღაც ჩუმად უთხრა, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ უნდა შევწყვიტოთ სასამართლოს სხდომა და გამოვაცხადო შესვენება. ჩვენთვისაც გაუგებარი იყო. მერე გაირკვა, რომ თურმე ელექტრონულად ფოსტაზე სასამართლოში მოვიდა შეტყობინება, რომ შენობა იყო დანაღმული და ყველას გაუსწორდებოდნენ, ყველას დამხობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. მარტო ჩვენთან კი არა ყველა სასამართლოში მისულა შეტყობინება. ყველა გამოვიქეცით", - ამბობს ადვოკატი.

ქვეყნის მასშტაბით ევაკუაცია კიდევ რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა: ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებში

 

არსებული ინფორმაციით, შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა. სასამართლოების შენობებში შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.