ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელი მიმტანის ცემის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბათუმში ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის, "რეტროს" მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თეიმურაზ ვარშანიძე 4 ივნისის ღამეს აიყვანა პოლიციამ.

დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელშიც მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია იყო ასახული. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეოკადრები დაახლოებთ 3-წუთიანი კომუნიკაციას ასახავს, რომელიც სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.

"გთხოვთ რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ და გავაგებინოთ ადამიანებს რა ხდება ყველაზე პოპულარულ "რეტროში". სცემა გუშინ ადამიანი რესტორნის მფლობელმა. სცემა მიმტანი", - წერდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამბობდა, რომ ამ რესტორანში მენეჯერად მუშაობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.