ფარული ჩანაწერები, რომლებშიც შაქარო კალაშოვი ფიგურირებს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 რა ავანტურაზე მიდის კალაშოვის ადვოკატი

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ევროპელი პარლამენტარები ხშირად გვიკიჟინებენ, სასამართლო სისტემა დახვეწეთ, რეფორმები გაატარეთ, სხვაგვარად არაფერი გეშველებათო. რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის გამართული მუშაობა აუცილებელია, მით უმეტეს, ქართულ სინამდვილეში, მაგრამ...

 ესპანური მედიის ცნობით, პირენეის ნახევარკუნძულზე ახალი გამოძიება დაიწყო, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეს ეხება.

ესპანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ გამოძიებას ხელთ აქვს ჩანაწერი, რომელშიც ისმის შაქრო კალაშოვის ადვოკატისა და ერთ-ერთი კატალონიელი მოსამართლის ხმები.

კალაშოვის ადვოკატი მოსამართლეს, მისი კლიენტისთვის მსუბუქი სასჯელის შეფარდების სანაცვლოდ, ცარიელ ჩეკს აძლევს და თანხის დაწერას სთხოვს. ის იქვე ამბობს, რომ თანხა, შესაძლოა, რვაციფრიანიც იყოს და კალაშოვი გადამხდელია.

ერთი შეხედვით, ქრთამის აღების ფაქტის უკან, შესაძლოა, ბევრად დიდი რამ იმალებოდეს. კალაშოვის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ამ საქმის გამოსაძიებლად, ესპანეთმა მისი კლიენტის ექსტრადირება უნდა მოახდინოს და ის რუსული ციხიდან ესპანურში გადაიყვანოს. არადა, რუსეთში კალაშოვს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ქრთამის მიცემის ფაქტზე კი ესპანეთში, მაქსიმუმ, 3-4 წელს მისცემენ და იმასაც სრულად არ მოახდევინებენ.

ჰოდა, ვარაუდი იმის შესახებ, რომ ყველაფერი ეს შეგნებულად კეთდება და რეალურად, ადვოკატები კალაშოვის რუსული ციხიდან დახსნას ცდილობენ, უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.