104 ახალი სტატია

„ტატუს“ სოლისტმა ყოფილი ქმარი „გია გალსკი“ პოლიციაში „ჩაუშვა“

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მარია მაკსაკოვა ცნობილი საოპერო მომღერალი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მის „ანგარიშზე“ ყველაზე დიდი სკანდალი კი ისაა, რომ გასულ წელს, ყოფილ ქმარს შინაგან საქმეთა მინისტრთან უჩივლა. საქმე ის გახლავთ, რომ მაკსაკოვას ყოფილი ქმარი ვლადიმირ ტიურინი (მეტსახელად, „ტიურიკ“) ე.წ. კანონიერი ქურდი და კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება გახლდათ. ჰოდა, მასთან დაშორების შემდეგ, მომღერალმა მინისტრს მისწერა, რომ ქმარი აშანტაჟებს და სახლის წართმევით ემუქრება. ქალმა, ასევე, დაადასტურა, რომ „ტიურიკი“ კრიმინალურ სამყაროში უმაღლეს საფეხურზე იდგა და ნამდვილად „კანონიერი ქურდი“ იყო. ამის საფუძველზე (და არა მარტო), ტიურინი დააკავეს და ათწლიანი სასჯელიც მისცეს, სახლი კი მარიას დარჩა.

 ეს ისტორია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იმას, რომელიც ახლა მოხდა: ჯგუფ „ტატუს“ სოლისტი იულია ვოლკოვა, წლების განმავლობაში, „კანონიერ ქურდ“ გიორგი ზარანდიას (მეტსახელად, „გია გალსკი“) ხვდებოდა. უფრო მეტიც, მათ ხელიც მოაწერეს, მაგრამ მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ გიასგან იმდენჯერ მოხვდა ყბაში, მეტის ატანა ვეღარ შეძლო, რის გამოც დაშორება გადაწყვიტა. მთავარი საჯილდაო კი თურქეთში, ანტალიაში მდებარე ფეშენებელური ვილა გახდა. ზარანდია სახლის დაცლას არ აპირებდა და ვოლკოვამ საქმეში ჩეჩენი კრიმინალები ჩარია, რომლებიც „კანონიერ ქურდს“ მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ როცა მიხვდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, გაჩერდნენ.

მაშინ, როცა „გალსკი“ გამარჯვებას ზეიმობდა, ვოლკოვა ანტალიის პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდი“, რომელსაც მოსკოველი სამართალდამცავები ეძებდნენ, მის სახლში იმალებოდა. სპეცოპერაციის შედეგად, ზარანდია დააკავეს, მოსკოვიდან კი დასტური მოვიდა, რომ „გია გალსკი“, სწორედ „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო იძებნებოდა.

თვის ბოლომდე, მისი ექსტრადიცია რუსეთში განხორციელდება, ანტალიის სახლში კი... იულია ვოლკოვა ცხოვრობს.