სამგორში, სოფელ ნასაგურში, ნაძვების ქუჩის რეაბილიტაცია და ეზოების მოასფალტება დასრულდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონის გამგეობამ, სოფელ ნასაგურში, ნაძვების ქუჩის რეაბილიტაცია და აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე №10-12 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტება დაასრულა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი, ჯამში, 7 466 კვ.მ-ის მოცულობის ფართობზე დაიგო.
სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 565 605 ლარი დაიხარჯა.