“წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს”-„გრინსერვის +”-ის დირექტორი „ვაკის პარკის საქმეზე"

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვაკის პარკის საქმეზე" „გრინსერვის +”-ის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ისინი დაახლოებით 26 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა: „ძალიან არ მინდა, მაგრამ ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს".

როგორც ფურცხვანიძე ამბობს, შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

„სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ, მეტსაც გეტყვით სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის კადრებიც არსებობს და არანაირი... ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვიჩენია... ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება“, - თქვა ლაშა ფურცხვანიძემ.

„გრინსერვის +”-ის დირექტორის მტკიცებით, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული.

„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს. შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, ამის ტესტირების რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში“, - აღნიშნა ფურცხვანიძემ.