„სადაც სრულდება სასამართლო მედიცინის, იქ იხსნება ფსიქოლოგების შესაძლებლობები... ასეთ საქმეში შეცდომის დაშვება გამორიცხული უნდა იყოს!“- მაია ნიკოლეიშვილი შიდა ქართლში მომხდარ გაუპატიურების საქმეზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 თათია გოჩაძე

 ვერსიააგრძელებს მუშაობას  შიდა ქართლში მომხდარი უმძიმესი საქმის მასალებზე - 13 წლის  მოზარდი გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, რომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. ამის შესახებ ტყუპისცალმა გოგონამ დედას 2021 წლის 10 ოქტომბერს უამბო. 11 ოქტომბერს დედამ საჩივარი პოლიციაში შეიტანა, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძალადობაში ბრალდებული მამაკაციც რამდენიმე საათში დააკავეს. გორის სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი 45 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ექსპერტიზის კვლევა, რომლის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ბრალდებულის ადვოკატის, ზურაბ თოდუას, ინფორმაციით, ექსპერტიზის მიხედვით, დაზარალებულის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არაა. აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა:

 _ ქალბატონო მაია, ადვოკატ თოდუას თქმით, ბავშვი ძალადობას ჰყოფს ორ ნაწილად: 8-დან 10 წლამდე ადგილი ჰქონდა გარყვნილ ქმედებას, ხოლო 10-დან 13 წლამდე სავარაუდო მოძალადე დაზარალებულთან მრავალჯერადად ამყარებდა სექსუალურ აქტს. ადვოკატის თქმითვე, ექსპერტიზის მიხედვით, საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არაა. თუ ეს მართალია, შეიძლება, რომ არაერთი სექსუალური აქტის შემდეგ საქალწულე აპკის მთლიანობა შენარჩუნებული იყოს და რა შეიძლება, გამოიკვეთოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით?

_ ძალიან მიჭირს ამაზე წინასწარ საუბარი. უმჯობესი იქნება, ექსპერტიზის პასუხის მერე ვისაუბროთ, რეალურად არის თუ არა დარღვევები და იმაზე აეწყოს ნებისმიერი მსჯელობა, მაგრამ ზოგადად, ძალიან საფრთხილოა ამ ასაკში სქესობრივი კავშირის ასე მხოლოდ მონათხრობით მიღება. რა თქმა უნდა, არავის ვამართლებ და თუ მართლა ასე იყო, საშინელებაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთა ასაკი. დღეს ისინი ბევრად განვითარებული არიან, მათ აქვთ წვდომა ძალიან დიდ ინფორმაციაზე, სქესობრივი აქტის დეტალებს ისინი ვიზუალურად იცნობენ ინტერნეტის საშუალებით და აქედან გამომდინარე, აღწერა შესაძლოა, იყოს სინამდვილე და შესაძლოა, იყოს ფანტაზია. ბავშვთა ასაკში ფანტაზია საკმაოდ რთული გასარჩევია და ფსიქოლოგებისთვის ძალიან მძიმე სამუშაოა, რომ გაირჩეს ფანტაზია და რეალობა. ბავშვი ხშირად ფანტაზიას თვითონვე იჯერებს და რეალობად აღიქვამს, ეს ცნობილია ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის.

მახსენდება ერთი ძალიან საშინელი შემთხვევა, რომელიც მოხდა კასპში. გოგონა ამბობდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა გააუპატიურა. ეს მამაკაცი დააკავეს, შემდეგ მოხდა ისე, რომ პოლიციის შენობიდან გადაჰყავდათ და ამ დროს ხალხმა გაიტაცა ეს ადამიანი და სოფელმა ჩაქოლა ის. დაიღუპა ეს მამაკაცი და მერე მოვიდა ექსპერტიზის პასუხი, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ იყო. ასე რომ, ძალიან საფრთხილოა, თუ არ გაქვს უტყუარი მტკიცებულებები და ფსიქოლოგების ძალიან სერიოზული მუშაობის ჩარევის გარეშე, ძალიან ძნელი იქნება მხოლოდ ჩვენებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება.

_ თუ საქალწულე აპკი დარღვეული არაა, ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს სხვა სახის სექსუალური ძალადობა?

_ იქ, სადაც სასამართლო მედიცინის შესაძლებლობები დასრულდება, იხსნება სხვა სპეციალისტების შესაძლებლობა, კერძოდ, ფსიქოლოგების. დაახლოებით მსგავსი შემთხვევა მოხდა უცხოეთში, ერთ-ერთ ქვეყანაში, 8 წლის ბიჭმა თქვა, რომ თანასკოლელები მას ხშირად აუპატიურებდნენ, რასაც აღწერდა დეტალურად. დაზიანება ვერ ვნახეთ იმიტომ, რომ დრო იყო გასული, მაგრამ უხეში დაზიანებები, რომელიც შეიძლება, დარჩენოდა, არ იყო. შემდეგ ჩავერთეთ ჩვენ და ფსიქოლოგები, მოხდა ვიდეოგადაღების ქვეშ მისი გამოკითხვა, უსვამდენენ გარკვეულ კითხვებს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ამ გამოკითხვის შემდეგ ცალსახად გაიცა პასუხი, რომ იმას, რასაც ეს ბავშვი ყვებოდა, ადგილი არ ჰქონია და სამწუხაროდ, ეს იყო ფანტაზია, რასაც ეწირებოდა ძალიან ბევრი ადამიანის ავტორიტეტიც. სხვათაშორის, მე მოვითხოვე ბრალდებულების სქესობრივი სიმწიფის განსაზღვრა და აღმოჩნდა, რომ 6 ბავშვიდან სამი სქესობრივ სიმწიფემდე მიღწეული არ იყო, ამ დროს ეს ბავშვი ისეთ დეტალებს აღწერდა, რასაც ის ბავშვები, უბრალოდ, ვერ შეძლებდნენ. მახსოვს, კომისიაში ვიყავით 7 ადამიანი, ვუსვამდით ისეთ კითხვებს, რომელშიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ ის ბავშვი იყო. ამ ყველაფრის ვიდეო გადაღება ხდებოდა და სადაც დამთავრდა სასამართლო მედიცინის, იქ დაიწყო ფსიქოლოგის შესაძლებლობა და ცალსახა გადაწყვეტილება იყო მიღებული. გაირკვა, რომ ამ ბავშვის მიმართ ბულინგი ნამდვილად ხდებოდა, მაგრამ ამ ბავშვმა ბულინგს უკვე მისცა სექსუალური ძალადობის შეფერილობა.

ძალიან რთულია, ადამიანი უსამართლოდ გაწირო, ეს ხომ საშინელებაა და ასევე ღმერთმა ნუ ქნას, რომ თუ მართლა არის ასეთი ადამიანი, ის გარეთ დარჩეს, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია. ამიტომ მე მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩამოვიყვანდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და პროფაილერ-ვერიფიკატორებს, ვისაც ტყუილის დეტექციის სამუშაო გამოცდილება გააჩნია ბავშვთა ასაკის პირებთან იმიტომ, რომ ასეთ საქმეში შეცდომის დაშვება გამორიცხული უნდა იყოს.