ბრალი ედება ჟერარ დეპარდიეს 22 წლის მსახიობის ორჯერ გაუპატიურებაში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დეპარდიეს მსხვერპლი ახალგაზრდა მსახიობი გახდა 

როგორც AFP- სთვის ცნობილი გახდა, საფრანგეთის სასამართლო სისტემამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი გაუპატიურებასა და სექსუალური შევიწროებისთვის მსახიობ ჟერარ დეპარდიეს. მას ბრალდება 16 დეკემბერს გადასცეს და ამის მიზეზი გახდა 22 წლის მსახიობის განცხადება, რომელიც ირწმუნება, რომ 2018 წლის ზაფხულში დეპარდიეს მსხვერპლი გახდა. გოგონამ პოლიციას განუცხადა, რომ მის მიმართ ძალადობა პარიზში, საკუთარ სახლში ორჯერ განხორციელდა.  დეპარდიე ჯერჯერობით თავისუფალია, მაგრამ სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გაუპატიურება მოხდა სახლში რეპეტიციის დროს


დაზარალებულის თქმით, პირველი შემთხვევა მოხდა 2018 წლის 7 აგვისტოს, მეორე კი - 13 აგვისტოს. მსახიობის სახელი არ ხმაურდება, მაგრამ გამოძიებასთან ახლოს მყოფი წყარო ირწმუნება, რომ გოგონა და დეპარდიე ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობდნენ: ჟერარი დაეხმარა მას კინოკარიერის წამოწყებაში. ზოგიერთი ცნობით ამ ორ საღამოს დეპარდიემ გოგონა მიიწვია სპექტაკლის რეპეტიციაზე საკუთარ სახლში. მსხვერპლის განცხადებით, „ვარსკვლავის ქცევაში არაფერი იყო პროფესიული”. დეპარდიეს ადვოკატი ელოდიე ტაიონ-იბონი, იმედს გამოთქვამს, რომ პრესა პატივს სცემს მისი კლიენტის პირად ცხოვრებას.

 

დეპარდიესათვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანონთან პრობლემები აქვს
ჟერარდ დეპარდიე ცნობილია თავისი გამომწვევი საქციელით და სარგებლობს დებოშირის რეპუტაციით. 2012 წელს მას ბრალი წაუყენეს, ქუჩაში, ავტომფლობელის ცემასა და შეურაცყოფაში მას შემდეგ, რაც პარიზის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს მანქანის სხვა მფლობელს სახეში ჩაარტყა. ერთი წლის შემდეგ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც პარიზში სკუტერიდან ჩამოვარდა. მხატვარი არ გამოცხადდა ამ საქმის განხილვაზე და ჩამოერთვა მართვის მოწმობა ექვსი თვის ვადით. 2020 წელს ნასვამ მდგომარეობაში სკუტერის მართვისთვის კვლავ დააკავეს. ასევე 2011 წელს დეპარდიეს ბოდიშის მოხდა მოუწია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში პარიზი-დუბლინის რეისის სხვა მგზავრების თვალწინ პლასტმასის ბოთლში მოფსა, ხოლო 2014 წელს მას ბრალი დასდეს იმისთვის. რომ იგი გამვლელებს წყლის ასხამდა თავისი იტალიური ბინის ფანჯრიდან.

დეპარდიე - ფრანგული კინოს ლეგენდა

73 წლის დეპარდიე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია, იგი გადაღებულია მრავალ ფილმში. მას შეუძლია ეკრანზე შეათავსოს დათვისებრი სხეულის სიტლანქე ემოციურ სინაზესთან, მან დაახლოებით 170 ფილმში მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებას მიაღწია.
დეპარდიემ სამსახიობო კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო დამოუკიდებელ თეატრალურ დასში, კაფე დე ლა გარ-ში. პირველი პოპულარობა მას მოუტანა როლმა ბერტრან ბლიერის პროვოკაციულ დრამაში „ვალსი“. მალე ის უკვე მონაწილეობდა ისეთი დიდი რეჟისორების ფილმებში, როგორიცაა ბერნარდო ბერტოლუჩი ("მეოცე საუკუნე"), ფრანსუა ტრიუფო ("უკანასკნელი მეტრო"), მარკო ფერერი ("უკანასკნელი ქალი", „მშვიდობით მამრო!") და ალენ რენეს ("ჩემი ამერიკელი ბიძა"). დეპარდიე მონაწილეობდა ასევე ფილმებში „სირანო დე ბერჟერაკი“, „პოლიცია“, „დანტონი“, „1492: სამოთხის დაპყრობა“, „კაცი რკინის ნიღაბში“. მას ორჯერ მიენიჭა პრიზი „სეზარ“-ი, გახდა ოქროს გლობუსის და სხვა პრიზების გამარჯვებული კანისა და ვენეციის ფესტივალებზე, ასევე იყო ნომინირებული ოსკარზე.

 

დეპარდიე რუსეთის მოქალაქე

ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი 2012 წელს გამოათქვა, როდესაც იგი აღშფოთებული იყო საფრანგეთის მთავრობის გეგმებით, რომ შემოეტანა ეგრეთ წოდებული "გადასახადი მდიდრებისთვის". 2013 წელს პუტინმა პირადად გადასცა რუსული პასპორტი და ბინადრობის ნებართვა სარანსკში. მალე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ იგი დეპარდიეს აძლევდა ხუთ ოთახიან ბინას გროზნოში. მსახიობი დარეგისტრირდა რუსეთში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და დაიწყო რამდენიმე ბიზნესპროექტი კვების მრეწველობაში. ამასთან, უკვე 2015 წელს გახდა ცნობილი, რომ დეპარდიე მუდმივად ბელგიაში ცხოვრობდა. სამი წლის შემდეგ იგი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც იმ დროისთვის მთავრობამ გააუქმა 75 პროცენტიანი გადასახადი მდიდრებისთვის. ამავდროულად, რუსეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ მისგან საგადასახადო დავალიანების მიღებას, მაგრამ სარანსკის მანდატურები ამას ვერ ახერხებენ მოვალის იმ ქონების არარსებობის გამო, რომლის დაყადაღება შეიძლება.


მსახიობი ქალის ადვოკატმა, ელოდი ტაიონ-ჰიბონმა AFP- ს განუცხადა, რომ ბატონი დეპარდიე არ თანხმება სარჩელს და გამოძიება ფაქტი არ უნდა გასაჯაროებულიყო. იგი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პირადი სივრცე დაცული იქნება.