სამგორში კიბეები და საყრდენი კედლები მოეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში რკინა-ბეტონის კიბეების, საყრდენი კედლების და ლითონის კონსტრუქციების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ნანა სამარგულიანი ქუჩისა და N124-ე საჯარო სკოლის დამაკავშირებელი კიბის, ასევე, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის N37-ის დამაკავშირებელი კიბის მოწყობა- რეაბილიტაცია.
სამუშაოები წარმოებს ჯავახეთის ქუჩა №142- სა და ვარკეთილი IVმ/რ- ის II რიგს შორის დამაკავშირებელ მონაკვეთზეც, სადაც ეწყობა გადასასვლელი - ბილიკი, კიბე და საყრდენი კედლი.
პროექტი ითვალისწინებს არსებული კიბის ამორტიზირებული კედლებისა და მოაჯირის სვეტების დემონტაჟსა და რეკონსტრუქციას. დამუშავდება და გამოიცვლება დაზიანებული ბაზალტის ფილები, მოეწყობა ახალი კედლები სვეტებით, რომლებიც
ბაზალტის ქუდებით დაიფარება. ამავდროულად, პროექტში გათვალისწინებულია ლამპიონების მოწყობა და გადასასვლელი გვირაბის შელესვა.
პროექტის ღირებულება 638 974 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, რიონის გამგებელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძე გაეცნენ.