საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 5-დან 8 თეთრამდე გაიზარდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 21 იანვარს შეიცვალა და 5-8 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი - ₾3.62; ზრდა - 8 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.22; ზრდა - 8 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.17; ზრდა - 5 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.12; ზრდა - 5 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.05; ზრდა - 8 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾3.04; ზრდა - 5 თეთრი;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 20 იანვრის შემდეგ შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 6-8 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.63, ზრდა - 8 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.23, ზრდა - 8 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.13, ზრდა - 8 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾3.03, ზრდა - 8 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.19, ზრდა - 6 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.09, ზრდა - 6 თეთრი;
გაზი - ₾1.69;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ის, Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს.
Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი - ₾3.58;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.19;
ევრო რეგულარი - ₾2.99;
Efix ევრო დიზელი - ₾3.20;
ევრო დიზელი - ₾3.10;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Euro Super – ₾3.47;
Premium Avangard - ₾3.00;
Euro Regular - ₾2.84;
Euro Diesel - ₾3.00;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.50;
ნანო პრემიუმი - ₾3.11;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.95;
ევრო 5 დიზელი - ₾3.07;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾2.98;
LPG – ₾1.70
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:
Super - ₾2.99
Premium - ₾2.78;
Euro Regular - ₾2.68;
Euro Diesel - ₾3.03;
Effect Diesel - ₾3.68;
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.42 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
„აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები – 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი – 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან 18.9%-ით შემცირდა.
2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – 41.6%, საუდის არაბეთიდან – 21.2%, აზერბაიჯანიდან – 18.1 %, ირანიდან – 17.9%“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წელს შემდეგნაირად ნაწილდება:
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. დღეიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება 200 მილიონი მონეტა, ხოლო სამი წლის განმავლობაში საერთო მიწოდება ერთ მილიარდამდე გაიზრდება.
მედიის ცნობით, გამოშვებიდან პირველ საათებში მემკოინ $TRUMP-ის კაპიტალიზაციამ სამ მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო საათ-ნახევრის შემდეგ ოთხ მილიარდს გადააჭარბა.
პროექტის ვებგვერდი შეიცავს მის ფრაზას “იბრძოლე, იბრძოლე, იბრძოლე”, რომელიც მან 2024 წლის ზაფხულში მკვლელობის მცდელობის შემდეგ თქვა.
ქვეყნების სიძვირეს არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის უძრავი ქონების მაღალი ღირებულება და მოთხოვნა, საცხოვრებლის იჯარის სიძვირე, ცხოვრების მაღალი დონე, მაღალანაზღაურებადი კომპანიებისა და ინდუსტრიების რაოდენობა. ქვეყანაში ცხოვრების სიძვირეს გადასახადები, ტრანსპორტირების ხარჯები, პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულებაც განაპირობებს.
ცხოვრების ღირებულების ინდექსის 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე - აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები ხვდება. აქ ცხოვრების ღირებულების ინდექსი 98.4 -ს აღწევს. ქვეყანაში 46.4 ქულად ფასდება ქირის ინდექსი. სურსათის ღირებულების ინდექსი - 106.3 ქულას, ხოლო რესტორნების და მსყიდველუნარიანობის ინდექსი კი შესაბამისად, 90.5-ს და 72.3 ქულას აღწევს.
უკვე წლებია საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებს - შვეიცარია. ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯის მუდმივი ზრდა შვეიცარიული ფრანკის სიმყარით და საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულებით აიხსნება. შვეიცარიაში - ცხოვრების ღირებულების ინდექსი - მსგავსად, ვირჯინიის კუნძულების - 98.4 აღწევს. თუმცა ღირებულების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულით, - სურსათის ინდექსი ფასდება, რომელიც 103.1-ს აღწევს. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მაღალია - მსყიდველუნარიანობის მონაცემებიც, რომელიც 2025 წლის მონაცემებით - 159.7 ქულას შეადგენს.
ყველაზე ძვირი ქვეყნების მუდმივი წევრია ისლანდია. აქ ცხოვრების ღირებულების ინდექსი - 83.4 ქულით არის შეფასებული.
ქვეყანა განსაკუთრებით მაღალი ცხოვრების ხარჯებით გამოირჩევა. ისლანდიაში პურის, რძის და სხვა აუცილებელი პროდუქციის ფასები მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებასა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე მუშაობს, სურსათის გარკვეული ნაწილი მაინც იმპორტირებულია, ქვეყნის მდებარეობიდან გამომდინარე ძვირი ჯდება პროდუქტის ტრანსპორტირება, შესაბამისად, ეს პროდუქტზე ფასების ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა. ისლანდიას მკაცრი და გრძელი ზამთარი ახასიათებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ხარჯები განსაკუთრებით კი ბუნებრივი აირის ხარჯი იზრდება. ცხოვრების ღირებულებას ზრდის მაღალი ანაზღაურება და სტაბილური ეკონომიკა, რაც ისლანდიას ნამდვილად ახასიათებს. ქვეყანა ასევე გამოირჩევა უძრავი ქონების სიძვირით.
ცხოვრების მაღალი ღირებულებით გამოირჩევა ბაჰამაც, სადაც ცხოვრების ღირებულების ინდექსი - 81.4 ქულას აღწევს. განსხვავებით რეიტინგში არსებული სხვა ქვეყნებისა - ბაჰამაზე - მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია და ის 58.4 ქულას უტოლდება.
ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება, მდებარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების მაღალი ხარჯი, მაღალი გადასახადები, ტურიზმით განპირობებული მაღალი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რაც ბაჰამას საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე ძვირ მიმართულებად აქცევს.
საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნების 5-ეულს სინგაპური ავსებს. აქ ცხოვრების ღირებულების ინდექსი - 79.1 ქულით ფასდება. სინგაპური ბოლო 12 წლის მანძილზე ძვირად ღირებული ქვეყნების რეიტინგის სათავეში 10-ჯერ მოექცა, რაც ქვეყანაში პროდუქტებისა და სერვისების მრავალ კატეგორიაზე სტაბილურად მაღალი ფასებით აიხსნება. ამ ქალაქ-სახელმწიფოში როგორც საჯარო, ისე ტრანსპორტის ფასები ყველაზე მაღალია, რადგან მთავრობა ავტომობილების რაოდენობაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს. სინგაპურში საკმაოდ ძვირია საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და ალკოჰოლი.
რაც შეეხება საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგს. იაფი ქვეყნების სიაში პაკისტანს ვხვდებით. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება 17.8 ქულით არის შეფასებული. პაკისტანში იაფია ქირა. მისი ინდექსი სულ რაღაც - 2.9 ქულას აღწევს. პაკისტანში საშუალო ხელფასი დაბალია, ეს კი მთელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. მოსახლეობას დაბალ ცხოვრების დონეს ინარჩუნებს, რაც შრომის და მომსახურების ხარჯების შემცირებას განაპირობებს. ამასთან, დაბალი შრომის ხარჯები ნიშნავს, რომ პაკისტანში დაბალი ღირებულება აქვს საცხოვრებელს, სურსათს და სხვა აუცილებელ ნივთებს.
საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების სიაში ხვდებიან ლიბია და ეგვიპტე. შესაბამისად 18.6 და 19 ქულით. იაფი ქვეყნების ხუთეულს კი ინდოეთი და ავღანეთი ავსებენ.
რაც შეეხება საქართველოს, 2025 წლის ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით, ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება 30.4 ქულას აღწევს. მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელი კი 39.6 ქულად არის შეფასებული.
წყარო: bm.ge