საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ორ სახეობაში ორი პარაათლეტით იასპარეზებს.
ესენი არიან: თემურ დადიანი (პარაკროსქანთრი) და ლუკა ლომაია (პარასნოუბორდი). აღსანიშნავია, რომ თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
მილანისა და კორტინას ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დაიხურება.
ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ რთულ დაპირისპირებაში შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა – 2:2.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ევროპის საკლუბო ტურნირის 1/16-ფინალის პირველი მატჩი პარიზელებმა გასვლაზე 3:2 მოიგეს და ფავორიტად ითვლებოდნენ. მაგრამ 45-ე წუთზე კონტრშეტევაზე „მონაკო“ მანიეაკლიუშის გოლით დაწინაურდა.
პირველი მატჩის მსგავსად, „მონაკო“ ამჯერადაც კაცნაკლული დარჩა – 58-ე წუთზე მამადუ კულიბალიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პსჟ-მა კი ამით სწრაფად ისარგებლა და მეტოქეს ორ წუთში მარკინიოსის ზუსტი დარტყმით გაუტანა.
66-ე წუთზე ხვიჩამ გამოიჩინა თავი – მან მეტოქის კარი ზუსტი, ძლიერი დარტყმით აიღო. მართალია, ჯორდან ტეზემ წონასწორობა აღადგინა (90+1), მაგრამ „მონაკომ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა – პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში 5:4 (3:2, 2:2) აჯობა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის, ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, – ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ქართველმა თავდამსხმელმა ჯილდოზე წარდგინელ ოთხ ფეხბურთელს აჯობა – აბდესამად ეზალზულის („ბეტისი“), ტომა ლემარს („ჟირონა“), ლუის მილიას („ხეტაფე“) და ფედერიკო ვალვერდეს („რეალი“).
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თებერვალში „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე ჯამში მხოლოდ 173 წუთი გაატარა, რაც დანარჩენ კანდიდატებზე საგრძნობლად ნაკლები დრო იყო, თუმცა შედეგიანობით ყველას აჯობა.
მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ცერემონია ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე - ვერონას არენაზე გაიმართა.
ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციულ აღლუმში საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური - ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და მოციგურავე ლუკა ბერულავა - ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ანასტასია მეტელკინასთან წყვილში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ზამთრის შემდეგი ოლიმპიური თამაშები კი საფრანგეთში გაიმართება.