მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს, ასე უწოდებს ეკლესია დღესასწაულს, რომელიც 40 დღის ყრმა იესოს ტაძარში მიყვანას იხსენებს, სადაც მას ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ელოდებოდა - ამ დღეს იკურთხება სანთლები და ზოგან ეწყობა ლიტანიობა. სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იქადაგა.
„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული. მართალი სიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღქმის ახალ აღქმასთან. ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით. ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, მაგრამ განსაკუთრებით, ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში. ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას“, - განაცხადა მეუფე შიომ.
თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის ისანი-ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიორგი სიორიძესთან ერთად, ისანში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
„აქ შესვლა არ შეიძლება!“ - ეს არის გაფრთხილება, რომელიც გაკრულია, წლების წინ, დროებით აშენებული შენობის შესასვლელში, სადაც ათობით ადამიანი ამ დრომდე ცხოვრობს.
თითოეული წუთის ამ შენობაში გატარება, არათუ ცხოვრება, არის უკიდურესად საშიში. მოქალაქეები წლებია, თბილისის მერიას დახმარებას სთხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.
ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“