საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ახალ სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა.
სასწავლო კურსის ავტორებიარიანრეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები.
სასწავლო კურსი განკუთვნილია:
ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის,რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში;
ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებით;
იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები;
ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის,რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტის,სატარიფო რეგულირებისმექანიზმებისა და პრაქტიკის შესახებცოდნის გაღრმავებას.
სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3SzRjgx
Galt & Taggart-ის შეფასებით, აპრილში საქართველომ ტურიზმიდან 300 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამურად საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). Galt & Taggart-ის პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 826 მლნ დოლარი მიიღო, წლიურად ტურიზმის შემოსავლები 2%-ით იყო გაზრდილი. რაც შეეხება 2024 წლის მაჩვენებელს, ქვეყანამ ტურიზმიდან ჯამში 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული შემოსავალია.
bm.ge
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი მონაკვეთი მოიცავს 4-ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და ხუთ გვირაბს.
„სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მოადგილეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ახალი მონაკვეთი მოიცავს 4-ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და ხუთ გვირაბს. ამ დროისათვის ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია. მიმდინარეობს გვირაბებში ელექტრომექანიკური სისტემების, განათებისა და სავენტილაციო აღჭურვილობის მონტაჟი, ხიდებსა და გვირაბებში გზის საფარის დაგება. ასევე, დაწყებულია გვირაბების მართვის შენობების მშენებლობა.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება.
მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით. სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.
პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი ჯამური ღირებულება 265 მილიონ ლარს შეადგენს.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის წელს გაიხსნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2 182 811 მგზავრი შეადგინა (2024 წლის იანვარ-აპრილი - 1,936,381 მგზავრი), - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლის პირველ 4 თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი და ჯამურად 9,908 რეისია შესრულებული საქართველოს აეროპორტებში (2024 წლის იანვარ-აპრილი - 8,554 რეისი).
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში - 1,442,525 მგზავრი და 7,283 რეისი მიიღო, Რაც გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა (2024წლის 4 თვე - 1,278,447 მგზავრი) და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის 4 თვე - 6,235 რეისი).
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,722 მგზავრსა და 1,092 რეისს მოემსახურა. Წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 43,7%-იანი ზრდა (2024 წლის 4 თვე -162,699 მგზავრი) და რეისების 36,7%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 779 რეისი).
რაც შეეხება აპრილის თვეს, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის აპრილში 648,168 მგზავრსა და 2,846 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 24%-იანი (2024 წლის აპრილი - 521,139 მგზავრი) და რეისების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 2,399 რეისი).
აპრილის თვეში თბილისის აეროპორტში 424,907 მგზავრი და 2,066 რეისი დაფიქსირდა. 2024 წლის აპრილთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი (2024 წლის აპრილი - 364,511 მგზავრი) და რეისების 15%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის აპრილი 1,794 რეისი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა გასულ თვეში 145,137 მგზავრი და 423 რეისი მიიღო, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 49%-იან ზრდას (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით 28%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი აპრილში 78,124 მგზავრსა და 357 რეისს მოემსახურა. წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 32%-იანი (2024 წლის აპრილი - 59,408 მგზავრი) და რეისების 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 275 რეისი).
Credit Suisse-მა მდიდარი ამერიკელი კლიენტებისთვის გადასახადებისგან თავის არიდებაში დახმარება აღიარა, რაც 10 წლის განმავლობაში ოფშორულ ანგარიშებზე 4 მილიარდი დოლარის დამალვაში გამოიხატა.
შვეიცარიული ბანკი ჯარიმის სახით 511 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
“ბანკმა აღიარა დანაშაული, რათა მოეტყუებინათ შემოსავლების სამსახური (IRS) 2010 წლიდან 2021 წლამდე მინიმუმ 475 ანგარიშზე აქტივების დამალვით“, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს დაწყებული გამოძიების თანახმად, „Credit Suisse“-მა ხელი შეუწყო აშშ-ის კლიენტების მცდელობას, დაემალათ ბანკში არსებული აქტივების საკუთრება და კონტროლი, რაც მათ საშუალებას აძლევდა თავი აერიდებინათ აშშ-ში გადასახადების გადახდისგან.
ბრიტანული გამოცემა The Economist-ი გაერო-ს ადამიანის განვითარების 2023 წლის ინდექსის მიხედვით რეიტინგს აქვეყნებს.
ცხოვრების სტანდარტების რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური 1 ქულიდან 0,844 ქულა აქვს და ის სიაში 57-ე პოზიციას იკავებს. ამ მაჩვენებლით საქართველო ასწრებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას, ბალტიის ქვეყნების გარდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74,5 წელია, სწავლის საშუალო ხანგრძლივობა – 16,8 წელი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი – 20 753 დოლარი.
რეიტინგის მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო სტანდარტების მქონე პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ისლანდია (0,972 ქულა), ნორვეგია (0,970 ქულა), შვეიცარია (0,970 ქულა), დანია (0,962 ქულა) და გერმანია (0,959 ქულა). რეიტინგში ბოლო, 193-ე საფეხურზე სამხრეთ სუდანია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ინდექსი არ ითვალისწინებს ქვეყნებს შიგნით უთანასწორობას. ამიტომ ქვეყნებში მდიდარი და ღარიბი მოქალაქეებისთვის ცხოვრების სტანდარტები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.