უკრაინულმა მხარემ რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაღუპული 502 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
შტაბის ცნობით, 403 მებრძოლი დონეცკის მიმართულებაზე დაეცა, 12 - ლუგანსკის მიმართულებაზე, 57 - ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ხოლო 31 ცხედარი რუსეთის პროზექტურებიდან დაიბრუნეს.