Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

ხვიჩა კვარაცხელია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და სხვა სპორტსმენები ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ემხაურებიან, გმობენ ძალადობას და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქართველოს გზა ევროპულია.

 

„მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, აზრი და პოზიცია.

ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე, როგორც არასდროს!“ - წერს კვარაცხელია.