Light
Dark
Share
Listen On

 მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული

„არ წარმოდგენილა  მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება [ინფორმაცია] იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ „facebook”-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ მან შექმნა თუ არა პროფილი [გვერდი]. ასევე არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია
 იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს და სარგებლობს პროფილით, უშუალოდ ვინ და სად დაწერა კონკრეტული კომენტარი. არ არის წარმოდგენილი რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია შესაბამისი ინტერნეტ პროვაიდერიდან ან სოციალური ქსელიდან. არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების ან ინფორმაციის წარმოდგენა არც სასამართლო სხდომაზე მომხდარა.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ან არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელ „facebook”-ში შეუძლებელია პროფილის შექმნა სხვა პირის სახელით, გვარით და ფოტოსურეთ(ებ)ით.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის „ამოცნობით“ დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი. არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. კანონის ძალით მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები.

თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება [კომენტარის დაწერა ან სხვა]. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებით და კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც [სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერა] უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ.“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.