Light
Dark
Share
Listen On

წუხელ ღამით, გომის მთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20 პირი. 

მძღოლი, რომელიც  მიკროავტობუსს მართავდა დაკავებულია.  მას  ვარდნის შედეგად დაზიანებები აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი. 

შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  ავარიის დროს დაშავებული 6 ბავშვია მოთავსებული - აკლინიკის რეაბილიტოლოგის, ანა კოჩაძის განცხადებით, 6-ვე მათგანი პედიატრიული ასაკისაა.

ექიმის თქმით, კლინიკაში გვიან ღამით, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სულ 11 პირი შეიყვანეს. 

"ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. აქედან, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც შედარებით მძიმე პაციენტები არიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“,- აღნიშნა ექიმმა.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.

მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო.