სამგორის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს და სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. 

გამგეობის ორგანიზებით, ამჯერად, რაიონის მასშტაბით კლუბებს შორის ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში გურამ გულადიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი “სამგორის თასი" გაიმართა. 

ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ვაუჩერები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონ რამაზ ნოზაძესთან ერთად გადასცა.