აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, მათე დევიძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიკუთვნება, მისი მხრიდან კი მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით შესაძლოა, მიმალვის მცდელობა განხორციელდეს, ასევე არსებობს მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
დაცვის მხარემ დევიძის 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება.
ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.