Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ოკუპირებული ცხინვალის
    Details
    პოლიტიკა
    284
    19 h

    ოკუპირებული ცხინვალის "პრემიერად" გაგლოევი მარატ კამბოლოვს წარადგენს - მას კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ

    ოპოზიცია, საგარეო გამოწვევები და ეკონომიკური ზრდა - რა საკითხებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ
    Details
    პოლიტიკა
    401
    22 h

    ოპოზიცია, საგარეო გამოწვევები და ეკონომიკური ზრდა - რა საკითხებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ

    ვერავინ მოიტანს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან პირადი სარგებელი მიიღო -  პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
    Details
    პოლიტიკა
    345
    22 h

    ვერავინ მოიტანს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან პირადი სარგებელი მიიღო - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

    რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    410
    1 d

    რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ - პრემიერი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    7619
    1 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    55046
    11 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    68558
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    43944
    7 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    დაკავებულია 119 პირი - მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში
    Details
    კრიმინალი
    123
    1 h

    დაკავებულია 119 პირი - მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში

    პოლონეთში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    137
    58 m

    პოლონეთში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

    პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
    Details
    კრიმინალი
    281
    12 h

    პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

    თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი... - მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
    Details
    კრიმინალი
    289
    12 h

    თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი... - მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
3 w
566

უნდა გაირკვეს, შედეგს მოიტანს თუ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას - კობახიძე დიუშენის პრეპარატზე

თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები.

 

„იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც რეალურად არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც შეიძლება არ მოჰქონდეს არანაირი შედეგები, გარდა ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. საბოლოო ჯამში, ამ თანხების წლიური მოცულობა ძალიან მარტივად შეიძლება ავიდეს მილიარდ ლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხების მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არ არის ჩვენი თანხა. მე პირადად, არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა პერსონალურად მათ შორის, ჩემთვის და მთლიანად მთავრობის გუნდისთვის, მაგრამ მეორე მხარეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას. 

 

წამლებზე როცა არის საუბარი, ასევე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის მაგალითად, 3 მლნ დოლარი. არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის 700 000 დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300 და 700 დოლარი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.

 

ამასთან ერთად, ჩვენ თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან.  ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება გამდიდრდეს ფარმაცევტული მაფია.

„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან, ყველა თემასთან და კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია, ჩვენ ჯიბიდან არც მე და არც მთავრობის წევრები პერსონალურ ფულს არსად არ ვიხდით. ეს არის ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე. დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა - ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება ჩვენ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სად არის აქ ჭეშმარიტება.  ანუ, შესაძლებელია თუ არა ამ დიდი თანხით ხელშესახები შედეგის მიღწევა. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.

Share Article

More From ვერსია

  • დედაქალაქი

    27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

  • კრიმინალი

    დაკავებულია 119 პირი - მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში

  • კრიმინალი

    პოლონეთში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

  • კრიმინალი

    პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

  • კრიმინალი

    თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი... - მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

  • პოლიტიკა

    ოკუპირებული ცხინვალის "პრემიერად" გაგლოევი მარატ კამბოლოვს წარადგენს - მას კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ

  • ეკონომიკა

    დავით ნარმანიამ საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის წარმომადგენლებს სემეკის საქმიანობა გააცნო

  • საზოგადოება

    ოპერაციისას გარდაცვლილი მოსწავლის ახლობლები დეტალებს ჰყვებიან - "საოპერაციოდან ორი საათის მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაიღუპაო..."

  • განათლება

    კვოტები სტუდენტებზე და სხვა შეზღუდვები უცხოელი მიგრანტებისთვის - ყველა ცვლილება ერთად

  • პოლიტიკა

    ოპოზიცია, საგარეო გამოწვევები და ეკონომიკური ზრდა - რა საკითხებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ

VERSIA.GE