საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგაზე, ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. ორი მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის შეგირდები უკრაინაას დაუზავდნენ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, იმას ვიკითხავთ, რაც გულშემატკივართა უმრავლესობას აინტერესებს - როგორც წესი, სასწაული უნდა მოხდეს, ნოემბრის შუაწელს, ბათუმში წვიმა რომ არ იყოს და რატომ გადაწყვიტა ფედერაციამ შეხვედრის აჭარაში ჩატარება, ვერ გეტყვით. მითუმეტეს, რომ უკრაინაასთან საგარეო მაარცხი სწორედ მინდვრის ცუდ საფარს დაბრალდა და იმის მიუხედავად, რომ ბათუმურ არენაზე მინდორს უვლინ, გადააუღებელი წვიმის ფონზე, მოედნისსაფარი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა. ასე იყო თუ ისე, მაატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა და რომ არა გიორგი მამარდაშვილის საოცარი თამაში მატჩის ბოლო წამებზე, ეგებ წაგვეგო კიდეც...
ახლა, 19 ნოემბერს ველოდებით. ამ დღეს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ვმართავთ და ყველაფერი ჩვენს ხელთაა - მოვუგებთ ჩეხებს გასვლაზე და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფით მოხვედრის შანსი გვექნება და თან მომდევნო ერთა ლიგაზე, უკვე A ჯგუფში ვიქნებით.
თავის მხრივ, მოგება უნდა ჩეხეთსაც, რადგან თუ ალბაანეთი მოახერხებს უკრაინის დამარცხებას და ჩეხეთი ფრეს გვეთამაშება, მაშინ პირველ ადგილზე სწორედ ალბანელები გავლენ. ასეა თუ ისე, აშკარად თვალსასეირო შეხვედრა გველის და ისიც ვთქვათ, რომ ბუკმეიკეერთა ფავორიტი ჩეხები არიან. ჰო, სტადიონმა, სადაც ჩეხეთი გვიმასპინძლებს, ადგილობრივი პირველობის ბოლო ორი მატჩი ვერ მიიღო, რადგან გადაუღებელი წვიმის გამო, მოედნის საფარზე ბურთის გორება შეუძლებელი გახლდათ. ეს კი, იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ როგორი ამინდიც არ უნდა იყოს 19 ნოემბერს, მოედანი მაინც მძიმე იქნება და ტექნიკური ფეხბურთის თამაში გაჭირდება, თუმცა ორივე ნაკრები ერთნაირ პირობებში იასპარეზებს და ამაზე წუწუნი არ ღირს.