Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში წლის შემაჯამებელი, საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გამართა. წესით, მთავარი თემა ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან კანდიდატურა მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმადააყენა, ასარჩევი არც არაფერი იყო - დელეგატებმა მას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
შესაბამისად, უფრო საინტერესო წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია გამოდგა. მოგეხსენებათ, ეს წელი ოლიმპიური იყო და არჩევანიც არ იყო იოლი. საბოლოო ჯამში, კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილეება მიიღო და წლის საუკეთესო სპორტსმენად ერთბაშად სამი ოლიმპიური ჩემპიონი დაასახელა. ჯილდო გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალაახაძესა და ლაშა ბექაურს ერგოთ.