ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, „ალ ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი ცოტა არ იყოს, უცნაურ სიტუაციაშია. ხუთიოდე წლის წინ, მის სანაცვლოდ კლუბები ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ, მეტიც, თავის დროზე, მის სანაცვლოდ „პსჟ“-მ 222 მილიონიც დადო, მააგრამ ახლა მისი დამატება არავის სურს. არადა, იწერებოდა, რომ ფეხბურთელი კარიერას „პალმეირასში“ გააგრძელებდა, თუმცა...
„ნეიმარი „პალმეირასში“ არ გადმოვა. ეს კლუბია და არა საავადმყოფო. მე ისეთი ფეხბურთელი მჭირდება, რომელიც თამაშს მეორე დღესვე შეძლებს და არაისეთი, სტადიონზე ყავარჯნებით რომ ივლის“,-განაცხადა „პალმეირასის“ პრეზიდენტმა, ლეილა პერეირამ.
ცნობისათვის, ტრავმის გამო ნეიმარი ერთი წელი უქმობდა, 4 ნოემბერსმ ოედანს დაუბრუნდა, თუმცა ისევ ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მიმდინარე წელს, მოედანზე გასვლას ვეღარ მოახერხებს.