დღეში 15-წუთიანმა ვარჯიშმა, შესაძლოა, ადამიანი ნაადრევ სიკვდილს გადაარჩინოს, - ნათქვამია სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის სწავლულბის დასკვნაში. მათი შეფასებით, რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს შეუძლია დაავადებების უმეტესობის რისკი 22%-ით შეამციროს. კვლევები, რომელსაც ფრანგი მეცნიერები აწარმოებდნენ, 2010 წლიდან მიმდინარეობდა და მასში ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. რაც უფრო მეტს ვარჯიშობდნენ ისინი, მით ნაკლები იყო გულის დაავადებებისა და სიმსივნით გარდაცვალების რისკი. სწავლულები მოუწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ვარჯიშობენ, ცხოვრების სტილი შეცვალონ, მხოლოდ არა სწრაფად - მათი თქმით, დღეში 15-წუთიანი ვარჯიში საკმარისია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.