Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

გასულ კვირას, პოლონეთში, 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. კარგია, რომ ეროვნულ ნაკრებს ღირსეული თაობა მოსდევს, რადგან ტურნირი ქართველი ახალგაზრდების სრული ტრიუმფით დასრულდა
დავიწყოთ იმით, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში, ქართველებმა ოქროს სამი მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები კოტე კაპანაძძე, ირაკლი დემეტრაშვილი და გიორგი ტერაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალს ნინო ლოლაძე დაეუფლა,ხოლო რინჯაოს - თენგო ზირაქაშვილი.
ამის შემდეგ, ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდური შეჯიბრი ჩატარდა. საქართველომ პირველ წრეში დაისვენა, მეოთხედფინალში კი რუმინეთს შეხვდა. ყველა ეგონა, რომ ქართველები ამ ბარიერს ვერ გადალახავდნენ, რადგან მეტოქე 3-0 დაწინაურდა და სანუკვარ მიზნამდე ერთი მოგება აშორებდა, თუმცა ქართველებმაზედიზედ 4 შეხვედრა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც გერმანიის ნაკრებს უბრალოდ გადაუარეს - 4-1. ფინალი ისევ დრამატული გამოდგა. ბედის ირონიით პოლონეთშიც მეტოქედ უკრაინა გვყავდა (უკრაინასთან ვითამაშეთ ფეხბურთში და უკრაინას ვაჯობეთ საბავშვო ევროვიზიაზე). ორთაბრძოლაები ძალიან დაძაბულად წარიმაართა და საბოლოო ჯაამში, ქართველებმა 4-3 და ოქროს მედლები მოიგეს.