Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ალბათ ვერ, მაგრამ ევროთასების საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს და იმასაც შეეცდება, ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდეს, თმცა... ძალიან, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ლიონელებმა ევროთასებზე საგზურის მოპოვების შემთხვევაშიც ვერ ითამაშონ. საქმე ის გახლავთ, რომ კლუბს 505 მილიონი ევროს ვალი აქვს და თუ 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე ამ თანხას ვერ დაფარავს, ქვედა ლიგაში დაქვეითება მოუწევს.
„საქმე ძალიან სერიოზულად არის. იმდენად სერიოზულად, რომ კლუბს უვკე აკრძალული აქვს ახალი ფეხბურელების დამატება და ფონს სწორედ იმ მოთამაშეებით უნდა გავდეს, რომელიც საჩემპიონატო განაცხადში ჰყავს. თანხების მობილიზებას კლუბი ვერანაირად ვერ მოახერხებს და ერთადერთი გამოსავალი, ფეხბურთელების გაყიდვაა. 505 მილიონი ძნელი შესაგროვებელი იქნება და ამიტომ, გუნდი ისეთ მოთამაშეებს უნდა გამოეეთხოვოს, როგორებიც მაგალთად ლაკაზეტი და მიქაუტაძე არიან“,-წერს ფრანგული მედია.