58 წლის მაიკ ტაისონის რინგზე ხილვას, გულშემატკივართა არმია ელოდა. ლეგენდარულმა მოკრივემ ორთაბრძოლისთვის, სადაც მისი მეტოქე 27 წლის იუთუბერი, ჯეიკ პოლი იყო, მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, ზემდეტი კილოგრამებიც დაიკლო და აშკარა გახლდათ, რომ საქმეს სერიოზულად მიუდგა. ორთაბრძლის ტრანსლაციას ბევრი ელოდა, დიდი ფულიც გადაიხადეს, მაგრამ, ვაღიაროთ, რომ ეს არ იყო ის, რასაც გულშემატკივარი ითხოვდა.
შეხვედრა 8 რაუნდს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში, მეტოქეები რინგზე უბრალოდ დადიოდნენ და ერთმანეთს პრაქტიკულად არ ეხებოდნენ, ბოლო ათი წამი კი საერთოდ, გაჩერდნენ და ერთმანეთს მხოლოდ თავს უკრავდნენ ვითომ პატივისცემის ნიშნად. მოკლედ რომ ვთქვათ, შეხვედრამ მოლოდინი არ გაამართლა და ექსპერტებმაც უკვე თქვეს, რომ თუ სამომავლოდ ტაისონი ისევ გადაწყვეტს რინგზე გასვლას და საჩვენებელი შეხვედრის გამართვას, ტელევიზიები იმის მეათედსაც კი ვერ გაყიდიან, რაც ახლა მოახერხეს. ჰო, ეს ორთააბრძოლა კი, პოლის გამარჯვებით დასრულდა, მას თურმე მაიკისთვის ქულებით მოუგია, მსაჯებმა ასე გადაწყვიტეს.