Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    418
    6 h

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    427
    7 h

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
    Details
    პოლიტიკა
    635
    1 d

    ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა
    Details
    პოლიტიკა
    805
    1 d

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    16069
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    63451
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    77002
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    53066
    9 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    სასამართლომ 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
    Details
    სამართალი
    88
    2 h

    სასამართლომ 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

    ჟურნალისტი ვახო სანაია საპატიმროში გადაიყვანეს
    Details
    სამართალი
    271
    5 h

    ჟურნალისტი ვახო სანაია საპატიმროში გადაიყვანეს

    ახალი მეფე ფეხბურთის სამყაროში - ლამინ იამალის განვლილი გზა
    Details
    სპორტი
    691
    1 d

    ახალი მეფე ფეხბურთის სამყაროში - ლამინ იამალის განვლილი გზა

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა
    Details
    საზოგადოება
    617
    1 d

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
2 m
490

საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მალტისა და მასპინძელი ქვეყნის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. მქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე, რა თქმა უნდა, რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოსთვის დღესდღეობით საერთოა, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტისას ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საუბარი ჰქონდა იმ საერთო მისწრაფებებზე, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ.

„გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა, მიმემართა ასამბლეისთვის, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მესაუბრა საკითხებზე, რომელიც ეხება რეგიონული გაერთიანებების მნიშვნელობის ზრდას. დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას. ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი, როგორიც არის ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, როგორც შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, ამიტომ ამ თანამშრომლობას, ამ ორ ასამბლეას შორის გავაძლიერებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს.

„ასევე, საუბარი მქონდა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან. ვინაიდან, ხმელთაშუა ზღვა, მისი ქვეყნები არიან გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს გულისხმობს შესაძლებლობას უფრო მეტად ჩართვისა ასამბლეის მუშაობაში. ჩვენ ვიყენებთ შესაძლებლობებს, რომ რეგიონულ ასამბლეებში, იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები რომ წარმოჩინდეს, იყოს წარმოდგენილი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ასევე ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრები. ასევე გვაქვს სურვილი, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი ვიყოთ. ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც დაწყებულია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერით, ასამბლეები კარგი საშუალებაა ყველა ქვეყნისთვის ხმის მისაწვდენად, გაგრძელებული იმ პოლიტიკური ინტერესებით, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი თავი გარე ჩარევისგან. ამ მხრივ კოლეგებთან, ქვეყნების პარლამენტის წევრებთან ერთად გვქონდეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება 21-ე საუკუნეში, როდესაც საინფორმაციო ომი და ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში, გავლენის მოხდენა სხვა საზოგადოებებზე ძალიან გაზრდილია.

ასე რომ, უმოკლეს დროში ვაპირებთ, მივმართოთ ამ განაცხადით დამკვირვებლის სტატუსთან დაკავშირებით. კოლეგებისგან გვქონდა შესაძლებლობა, წინასწარ მხარდაჭერა მოგვეპოვებინა მალტის, მონტენეგროს და სხვა პარლამენტის თავმჯდომარეებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნა.

Share Article

More From ვერსია

  • სამართალი

    სასამართლომ 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

  • ეკონომიკა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

  • ეკონომიკა

    ირაკლი კობახიძე სინგაპურის ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

  • მსოფლიო ამბები

    მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი 23 ივლისს შეხვდებიან