Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

როგორი იყო ხელოვნების ბაზარი 2026 წლის პირველ კვარტალში? ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩეოდა "მუზეუმის დონის ნამუშევრები" ისეთი ავტორებისგან, როგორებიც არიან მიქელანჯელო, რემბრანდტი, ბეკონი - მოდით, გადავხედოთ წლის პირველი სამი თვის ყველაზე ძვირად ღირებულ ლოტებს.

5.

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი, Young Lion Resting

Christie's, ნიუ-იორკი, 4 თებერვალი 2026, $17.9 მილიონი

 

მეხუთე ადგილს რემბრანდტის Young Lion Resting იკავებს, ნამუშევარი, რომელიც Sotheby’s აუქციონზე 5 თებერვალს $17,9 მილიონად გაიყიდა. იგი ბოლო საუკუნის განმავლობაში აუქციონზე გამოსული რემბრანტის ერთადერთი ნახატია ლომის გამოსახულებით, და ასევე ერთადერთი, რომელიც ჯერ კიდევ კერძო კოლექციაში ინახება. ნახატის გაყიდვიდან მიღებული ფული საქველმოქმედო ორგანიზაცია Pantera-ს მოხმარდა, რომელიც ველური კატების პოპულაციაზე ზრუნვითაა დაკავებული.

4.

ფრანსის ბეკონი, ავტო პორტრეტი

Sotheby's, ლონდონი, 4 მარტი 2026, $21.5 მილიონი

 

ფრანსის ბეკონის 1970-იან წლებში შესრულებული ავტოპორტრეტი 4 მარტს ლონდონში $21,5 მილიონად გაიყიდა. ნამუშევარი მხატვრის ფსიქოლოგიურად ყველაზე მძიმე ნამუშევრებს ეკუთვნის და მისი ხელწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ბეკონის სააუქციონო რეკორდი კი Three Studies of Lucian Freud-ს ეკუთვნის, ნამუშევარი 2013 წელს $142 მილიონად გაიყიდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევრებს შორის 22-ე ადგილს იკავებს.

3.

მიქელანჯელო, ლიბიელი სიბილას ტერფი

Christie's, ნიუ-იორკი, 5 თებერვალი 2026, $27.2 მილიონი

 

მიქელანჯელოს ფეხის ტერფის ახლად აღმოჩენილი ესკიზი 5 თებერვალს აუქციონზე $27,2 მილიონად გაიყიდა. მიქელანჯელოს ესკიზები აუქციონზე იშვიათად გამოდის, ამიტომაც ასეთი შთამბეჭდავი შედეგი გასაკვირი არაა, Artnet-ის თანახმად, მიქელანჯელოს სააუქციონო რეკორდი A nude man (after Masaccio) and two figures behind him-ს ეკუთვნის, რომელიც 2022 წელს პარიზში Christie’s აუქციონზე 23 მილიონ ევროდ, $24,3 მილიონად გაიყიდა.

2.

კანალეტო, Venice, the Bucintoro at the Molo on Ascension Day

Christie's, ნიუ-იორკი, 4 თებერვალი 2026, $30.5 მილიონი

 

კამალეტოს ვენეცია ბოლოს აუქციონზე 2005 წელს გამოვიდა, მაშინ ნამუშევრის საბოლოო ღირებულება 11,4 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო (დაახლოებით $20 მილიონი), ამჯერად კი ნამუშევარი Christie’s აუქციონზე 4 თებერვალს $30,5 მილიონად გაიყიდა, რითაც კანალეტოს მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა.

1.

ჰენრი მური, მეფე და დედოფალი

Christie's, ლონდონი, 5 მარტი 2026, $35.1მილიონი

 

კვარტალში ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი - ჰენრი მურის მეფე და დედოფალი ლონდონში, 5 მარტს, Christie’s აუქციონზე 26,3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც $35,1 მილიონს უდრის. შედეგით ლონდონში ჰენრი მურის სააუქციონო რეკორდი დაამყარა, რომელიც აქამდე 2016 წელს გაყიდულ Reclining Figure: Festival (1898–1986) ეკუთვნოდა, რომლის საბოლოო ღირებულებაც 24,72 მილიონი გირვანქა სტერლინგი ($33.1 მილიონი) იყო.

 

bm.ge