მომღერალ მერაბ სეფაშვილის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 5 აპრილს ბზობის დღესასწაულზე მისი მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მომღერლის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. დედის გარდაცვალების შესახებ დაწერა სანდრო სეფაშვილმაც.
„გარდაიცვალა დედა, ნინო ჯურხაძე. პანაშვიდები 7-8 აპრილი, არსენას 11. გამოსვენება ქაშვეთის ტაძრიდან 9 აპრილს, 3 საათზე“, - წერს სანდრო სეფაშვილი.
რამდენიმე წლის წინ ნინო იშემიური ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ნინო ჯურხაძე წლების განმავლობაში ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი ინსულტის შესახებ იყო ცნობილი, გარდაცვალების მიზეზი კიდევ უფრო მძიმე სენი აღმოჩნდა.
ოჯახის უახლოესი მეგობარი გია გოგორაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ ამის შესახებ ჰყვება: “ინსულტი ჰქონდა, კი, და ხომ იცით, ინსულტი როგორც არის - სტანდარტულად მძიმე დაავადებაა, მაგრამ თავის ფეხით გადაადგილდებოდა, მეტყველება ცოტა უჭირდა, მაგრამ მერე აღმოაჩნდა სიმსივნე თავში. ინსულტით კი არ გარდაიცვალა, აი, ამ სიმსივნით.”
მერაბ სეფაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა მეუღლის განსაკუთრებულ როლს მის ცხოვრებაში. წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი იხსენებდა:
"23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მისი გვერდით დგომა გადამწყვეტი იყო - რომ არა ნინო, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, რომ შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ასეთი ურთიერთობა".
მერაბ სეფაშვილი და ნინო ჯურხაძე თავიდანვე იდეალურ ზღაპარში არ ცხოვრობდნენ.
მერაბი უკვე პოპულარული იყო, როცა ნინო გაიცნო, და ეს ურთიერთობაზე გარკვეულად მოქმედებდა. თავადაც ამბობდა, რომ: პოპულარობას თან სდევს ცხოვრების რთული სტილი, ხშირად იყო დაძაბულობებიც ურთიერთობაში, მაგრამ ამ ყველაფერს ერთად გადალახავდნენ.
ნინო 1983 წელს შემთხვევით გავიცანი, ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მისი კლასელი იყო. 22 წლის ვიყავი, დავინახე და ძალიან მომეწონა. მაშინ იყო პერიოდი, როდესაც უკვე პოპულარული ვიყავი და გოგოებმა უთხრეს, მოიყვანეო. მარტო მივედი. შემდეგ დავმეგობრდით და დაახლოებით წელიწადი ასე ვიყავით.
ყოველთვის გრძნობ, როგორ არის ადამიანი შენ მიმართ განწყობილი და ნინოს მხრიდან მე ეს მოწონება მალევე ვიგრძენი” - ამბობდა მომღერალი ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში.
რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა კითხვების“ სტუმარი ცნობილი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო, ამ გადაცემაშიც მერაბმა მის მეუღლეზე ისაუბრა:
"ვიგრძენი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რამ. რომ შეხვდები ადამიანს, ემოციები სხვანაირი წამოვიდა. აქედან გამომდინარე აეწყო. პირველი შეხვედრა მივხვდი, რომ არ იყო ჩვეულებრივი… რაც უნდა გიყვარდეს ადამიანი, ყველას უფიქრია მეუღლესთან დაცილებაზე. ყოფილა ორი-სამი თვე რომ წახვალ, მერე შენს თავშიც ფიქრობ, რატომ ვაკეთებ ამასო. მერე რაღაცებს გადააფასებ და წყნარდები. ეს იცის ბოჰემურმა ცხოვრებამ. მეუღლე სწორად აზროვნებდა, აბსოლუტურად სწორი ლოგიკით. თუ გადადგამ ამ ნაბიჯს, რომ ასეთი პროფესიის ადამიანს გაჰყვები, აღარ უნდა ინერვიულო, უნდა მიეჩვიო. მე რას გავაკეთებ, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ სულ ეჭვით და პრობლემით ცხოვრება ძალიან რთულია…" - ამბობდა მერაბი.
ასევე ხშირად საუბრობდა ნინო თავისი მეუღლის შესახებ, ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან გულახდილად აღწერდა მათ ურთიერთობას და ამბობდა, რომ მერაბი ოჯახის გარეშე ვერ ძლებს.
"მერაბს ძალიან ვუყვარვართ მეც და თავისი შვილებიც, ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენ გარეშე არ შეუძლია. გვყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან – ნიკუშა და სანდრო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვები გვყავს. ისინი ჩემთან უფრო ახლოს არიან, არა იმიტომ, რომ დედა უფრო უყვართ, მერაბი სულ წასულია", - უყვებოდა ,,სარკეს” რამდენიმე წლის წინ ნინო ჯურხაძე.
მერაბს არაერთხელ უთქვამს, რომ ნინო მისთვის ძალიან მძიმე თემაა. განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა: ნინომ 2020 წელს ინსულტი გადაიტანა ამის შემდეგ მისი მდგომარეობა მუდმივ ყურადღებას საჭიროებდა
მერაბი ამაზე საჯაროდაც კი რთულად საუბრობდა — იმდენად ემოციურად განიცდიდა.
ნინო ჯურხაძე მერაბ სეფაშვილისთვის ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელმაც მასთან ერთად 40-წლიანი რთული, თუმცა სიყვარულით სავსე გზა გაიარა.