Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    240
    10 h

    "გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე" - პრემიერი

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი
    Details
    პოლიტიკა
    410
    1 d

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    506
    1 d

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე

    Details
    პოლიტიკა
    948
    3 d

    "დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    44288
    9 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    57789
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    33186
    5 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    45518
    9 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    358
    8 h

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
    Details
    კრიმინალი
    298
    10 h

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა
    Details
    კრიმინალი
    543
    1 d

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა

    დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - მეუფე შიო
    Details
    საზოგადოება
    877
    2 d

    დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - მეუფე შიო

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
2 w
592

სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის(საყოფაცხოვრებო სექტორი) 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის (არასაყოფაცხოვრებო სექტორი)-  საშუალოდ 4-6 თეთრით.

ქვემოთ მოცემულია ახალი ტარიფები, რომელიცძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):

10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 31.647 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ;

0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041თეთრი/კვტ.სთ;

101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _24.053 თეთრი/კვტ.სთ;

301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.537 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):

110-35 კვ _ 27.762 თეთრი/კვტ.სთ;

10–6-3.3 კვ. _  31.976 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ.

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):

10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 32.880 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.713თეთრი/კვტ.სთ;

0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე _ 19.731 თეთრი/კვტ.სთ;

101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით  _ 23.707 თეთრი/კვტ.სთ;

301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.227 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხვორებო ტარიფი (კომერციული სექტორი):

110–35 კვ. _  30.322 თეთრი/კვტ.სთ;

10–6-3.3 კვ. _ 34.632 თეთრი/კვტ.სთ;

380-220 ვ. _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ.

ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონიაროგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციებიც მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული,   უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.

ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად -  მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს.

სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს - ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.

სს „თელასის“ მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. ქ. თბილისში განსახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა  სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.

ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება,  რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.

ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ სხვადასხვა ენერგოპროექტები.     ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან აგვეცილებინა კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.

აღსანიშნავია, რომ​2024-2025 წლებშისაქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023  წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.

მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

 

Share Article

More From ვერსია

  • კრიმინალი

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • კრიმინალი

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

  • პოლიტიკა

    "გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე" - პრემიერი

  • პოლიტიკა

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

  • მსოფლიო ამბები

    აშშ-ში მეორადი ავტომობილების ფასები იზრდება

  • კრიმინალი

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა

  • ეკონომიკა

    ისტორიული დაბრუნება: რა დაუჯდა NASA-ს Artemis II-ის მთვარის მისია?

  • დედაქალაქი

    ცხრა დროებითი მარშრუტი სასაფლაოების მიმართულებით, რომლითაც დღეს მგზავრობა უფასო იქნება

  • პოლიტიკა

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე

  • მსოფლიო ამბები

    ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

VERSIA.GE