21-წლამდელთა ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში ლატვიას უმასპინძლა, 10 კაცით დარჩენილმა ბოლომდე იბრძოლა და ქულა მოიპოვა – 1:1.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველ ტაიმში ორივე გუნდს ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე კვიპროსელმა მსაჯმა, კოსტადინოს ფელასმა გიორგი გვასალია გააძევა, ამან კი თამაშზე გავლენა მოახდინა.
რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად, ქართველი ახალგაზრდები უტევდნენ, მაგრამ 53-ე წუთზე ლატვიელების კონტრშეტევა გამოეპარათა და სტუმრები მარკუს შტროდსის გოლით დაწინაურდნენ. 84-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა ირაკლი ეგოიანმა მოახერხა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-4 ადგილზეა.