Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    233
    9 h

    "გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე" - პრემიერი

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი
    Details
    პოლიტიკა
    403
    1 d

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    499
    1 d

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე

    Details
    პოლიტიკა
    940
    3 d

    "დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    44280
    9 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    57782
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    33177
    5 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    45511
    9 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    348
    7 h

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
    Details
    კრიმინალი
    289
    9 h

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა
    Details
    კრიმინალი
    533
    1 d

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა

    დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - მეუფე შიო
    Details
    საზოგადოება
    864
    2 d

    დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - მეუფე შიო

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 m
659

60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის - პრემიერი

107 000 მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის უფლება, 30% არიან რუსეთის მოქალაქეები, ინდოელები არიან 22% - ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, მერე მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

პრემიერის თქმით, 70% საქართველოში მცხოვრები მიგრანტების არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან.

„რაც შეეხება უცხოელ მიგრანტებს, პირველ რიგში, გავიხსენებ სტატისტიკას. 107 000 მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის უფლება, 30% არიან რუსეთის მოქალაქეები, ინდოელები არიან 22% - ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, მერე მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ. საზღვრის კვეთის მონაცემებით რომ განვსაზღვროთ პროცენტული მაჩვენებლები, 70% საქართველოში მცხოვრები მიგრანტების არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის კონკრეტულ ქვეყნებს, თურქეთს და ირანს, მათი წილი ჩვენს მთლიან მოსახლეობაში არის 0.7%.

რაც შეეხება მიგრანტების ჯგუფებს, ანუ როგორ ნაწილდება ეს 257 000 ადამიანი, როგორ ვიღებთ საბოლოო მაჩვენებელს. 37 000 არის სტუდენტი და მათი წვლილი ეკონომიკაში ძალიან დიდია. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, შრომითი მიგრანტი, რომელიც სარგებლობს შესაბამისი ბინადრობის ნებართვით, არის 51 500 ადამიანი. ჩვენ საკმაოდ გახსნილი გვაქვს სივრცე უცხოელების საქართველოში დასაქმებისთვის. აქედან დაახლოებით 25% რუსეთის მოქალაქეა, ინდოეთის არის - 6 856, თურქეთი - 5 600, ბელარუსი - 5 000 და ა.შ. რაც შეეხება სექტორებს, მესამედი არის საინფორმაციო ტექნოლოგიები და ყველაზე მზარდი სექტორია ჩვენს ეკონომიკაში. აქ, საინტერესო ის არის, რომ ამ შემთხვევაში, უცხოელები კონკურენციაში არ შემოდიან ჩვენს მოქალაქეებთან. ისინი საქართველოდან საზღვარგარეთ უწევენ მომსახურებას კლიენტებს და მხოლოდ შემოაქვთ, ანუ არაფერი არ გააქვთ, არავის არ ეწილებიან და მხოლოდ შემოაქვთ საქართველოში და ჩვენს ეკონომიკაში რესურსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, IT სექტორის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. აქაც, იცით, რომ გავამარტივეთ შესაბამისი ბინადრობის ნებართვების გაცემა. მშენებლობა არის დაახლოებით 14%.

არის სექტორები, სადაც დღესაც, ეკონომიკის განვითარების დონიდან გამომდინარე, უკვე ქართველ მუშახელს ვეღარ პოულობ. ჯერ კიდევ 2012 წელს ელიავაზე უამრავი ქართველი იდგა, რომელიც ელოდებოდა სამუშაოს და ხშირად, უჭირდათ ყოველდღიურად სამუშაოს პოვნა. დღეს წამლად აღარ არის მშენებლობის სექტორში ადამიანი.

ჩვენ პრიორიტეტები განვსაზღვრეთ და მივიჩნიეთ, რომ მშებელობის სექტორში უფრო არის მიზანშეწონილი უცხოელების დასაქმება, ვიდრე „გლოვოში“, „ვოლტში“ და ა.შ. მათ შორის, მშენებლების ინტერესებიც გავითვალისწინეთ და კომპლექსურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი გავითვალისწინეთ, მშენებლის ინტერესი რა არის, ჩვენი მოქალაქის ინტერესი რა არის, სახელმწიფოსი და აქედან გამომდინარე მშენებლობა დარჩა, „ვოლტი“, „გლოვო“, გიდები და ა.შ. არ დარჩა. არის სხვა სექტორები, მათ შორის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროშიც გვაქვს სამუშაო ძალის დეფიციტი. 5% არიან უცხოელები, ვინც მრეწველობის სფეროშია დასაქმებული, იმიტომ, რომ ხშირად ქართველებს არ უნდათ მსხვილ საწარმოში მუშაობა.

37 000 სტუდენტი, 51 500 შრომითი მიგრანტი, 30 000 ამ 257 000-დან მაქსიმუმ არის უკრაინელი ლტოლვილი. პრაქტიკულად უცხოელებად ვერც ჩაითვლებიან ფართო გაგებით, 47 500 ამ მაჩვენებლიდან მარტო არის საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი, საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან ისეთი უცხოელი, ასეთი ცოტაა, ვისაც 10 წელიწადზე მეტი აქვს ნაცხოვრები საქართველოში. თითქმის 50 000 არის ასეთი. 6 000 არის მოკლევადიანი და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვით ვინც სარგებლობს. ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე, რომ ბინების შეძენის საფუძველზე თითქოს ადვილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება. ჯერ ერთი, უსაფრთხოების კონტროლს გადის ყოველთვის ეს პროცედურა და 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა. ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის. 2 000 არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც ამის საფუძველზე სარგებლობს ბინადრობის ნებართვით. უხეში გაანაგრიშებით, დაახლოებით, 20 000 არის არალეგალი და ამ მიმართულებით, იცით, რომ სერიოზული ზომების მიღება გვაქვს დაგეგმილი და დაახლოებით 50 000-მდე არის ისეთი უცხოელი მოქალაქე, ძირითადად ესენი არიან რუსეთიდან და ბელარუსიდან, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც სარგებლობენ 1-წლიანი საქართველოში დაყოვნების უფლებით. ეს არის საერთო სტრუქტურა.

საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ ვითარება არც ისე მძიმეა, როგორც ხანდახან ჩანს ხოლმე. ხშირად არის ხოლმე სპეკულაციური განცხადებები, თუმცა ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მიგრაციული პროცესების მართვა არის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგექცეს ეს პროცესები და ამ შემთხვევაში მივიღებთ დემოგრაფიულ პრობლემებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Share Article

More From ვერსია

  • კრიმინალი

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • კრიმინალი

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

  • პოლიტიკა

    "გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე" - პრემიერი

  • პოლიტიკა

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

  • მსოფლიო ამბები

    აშშ-ში მეორადი ავტომობილების ფასები იზრდება

  • კრიმინალი

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა

  • ეკონომიკა

    ისტორიული დაბრუნება: რა დაუჯდა NASA-ს Artemis II-ის მთვარის მისია?

  • დედაქალაქი

    ცხრა დროებითი მარშრუტი სასაფლაოების მიმართულებით, რომლითაც დღეს მგზავრობა უფასო იქნება

  • პოლიტიკა

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე

  • მსოფლიო ამბები

    ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

VERSIA.GE