Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან - პრემიერი „იმედის” და „პოსტივის” დასანქცირებაზე
    Details
    პოლიტიკა
    100
    4 h

    ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან - პრემიერი „იმედის” და „პოსტივის” დასანქცირებაზე

    პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო
    Details
    პოლიტიკა
    351
    6 h

    პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

    ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
    Details
    პოლიტიკა
    250
    8 h

    ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

    თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ
    Details
    პოლიტიკა
    311
    13 h

    თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    37234
    8 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    50719
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    26133
    4 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    38488
    8 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქროს მედალი მოიპოვა
    Details
    სპორტი
    306
    3 h

    ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქროს მედალი მოიპოვა

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხა
    Details
    სპორტი
    504
    9 h

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხა

    შსს სოფელ აღაიანთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
    Details
    სამართალი
    269
    10 h

    შსს სოფელ აღაიანთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

    სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკის ამოღების ფაქტზე სამეგრელოს პოლიციამ ერთი პირი დააკავა
    Details
    კრიმინალი
    448
    14 h

    სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკის ამოღების ფაქტზე სამეგრელოს პოლიციამ ერთი პირი დააკავა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
3 w
693

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებსა და მწარმოებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების: „პლანტას“, „ტირიფონის ბაღების“, „ქალაქურის“, „ანიგოზის“ „აჩინებულის“, „მილმართისა“ და „ქართული აგროპროდუქტის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.

სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც კომისიის საქმიანობა უკავშირდება.

„ჯერ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე ვართ. შემდეგი ეტაპი ანალიტიკა იქნება და ბოლოს – შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი გავხადოთ. მნიშვნელოვანია სექტორის სტრუქტურული პრობლემების გამოვლენა და სისტემური მიდგომა ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე სექტორში მონაწილე ყველა მხარეზე და საშუალებას მოგვცემს სექტორში მნიშვნელოვან ფასის კორექციას მივაღწიოთ კლების მიმართულებით“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის სხდომაზე მწარმოებლებმა ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლებიც პროდუქციის ქსელური მარკეტების დახლებზე განთავსებას და საოპერაციო ხარჯებს უკავშირდება. თხილის და ნიგოზის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას საერთაშორისო კომპანიების მიერ პროდუქციაზე არაკონკურენტული ფასების დაწესება, იმპორტირებული ნედლეულის საქართველოში შემოტანა და არათანაბარი კონკურენტული გარემო წარმოადგენს.

პრობლემურ საკითხებზე საუბრისას ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებმა ადგილობრივი წარმოების ქსელურ მარკეტებში განთავსების და შემდეგ გაყიდული პროდუქციისთვის თანხის მიღების საკითხებზე ისაუბრეს. შპს „აჩინებულის“ დირექტორის, გოჩა ღვინეფაძის თქმით, პროდუქციის 85-90% ქსელურ მარკეტებში იყიდება, თუმცა კომპანიისთვის წარმოებული პროდუქციის ფასნამატი მძიმე წნეხს წარმოადგენს.

„კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის X ფასს მაღაზია 30-40%-ს ამატებს. ფასნამატის გარდა, ჩვენ დაახლოებით 45%-ის გადახდა გვიწევს, საიდანაც 20%-ს ე.წ. ქეშბექი შეადგენს. ასევე ვიხდით მარკეტინგის გადასახადს – 15%-ს, ლოიალობის გადასახადს – 1%-ს, ციფრული მომსახურების – 1%-ს და ლოგისტიკის ხარჯს – 7.5%-ს. ამას ემატება ქსელში შესვლის, დახლზე განთავსების და დამატებითი ღირებულების გადასახადი. საბოლოო ჯამში, პროდუქციის ფასი 185%-ით იზრდება“, – აღნიშნა გოჩა ღვინეფაძემ.

მსგავს პრობლემებზე ისაუბრეს „მილმართისა“ და „ქართული აგროპროდუქტის“ წარმომადგენლებმაც.

„მილმართის“ დირექტორის, გიორგი მაისურაძის თქმით, ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობები წლიდან წლამდე უარესდება და კომპანიამ უკვე ოთხი თვეა, მათთან პროდუქციის შეტანა შეაჩერა. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ცნობადობა ნაკლებია, რადგან მათ პროდუქციის დახლებზე ადვილად განთავსების საშუალება არ ეძლევათ.

შპს „ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორის, იოსებ მანჯავიძის განცხადებით, ქსელური მარკეტების სამმა კომპანიამ მწარმოებელ კომპანიასთან ურთიერთობები გაწყვიტა და პროდუქცია უკან დაუბრუნა.

„ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ნატურალურ ხილფაფებსა და წვენებს აწარმოებს, თავის დროზე სახელმწიფოს დახმარებით და მხარდაჭერით გავხსენით. ადგილობრივ მარკეტინგულ ქსელებთან არსებული პრობლემების გამო იძულებულები ვართ, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ და ამ პროცესში სახელმწიფო გვიდგას გვერდით“, – განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.

კომისიის წევრებმა ადგილობრივ მწარმოებლებს გულახდილი საუბრისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ღია დისკუსიის ფარგლებში ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა საინტერესო და ყურადსაღებია. სხდომაზე არაერთი პრობლემა მოვისმინეთ: სამუშაო კაპიტალის ნაკლებობა და კაპიტალის მაღალი ღირებულება; მარკეტინგის და გაყიდვების ხარჯების მაღალი მოცულობა, ასიმეტრიული კონტრაქტული ურთიერთობები მხარეებს შორის, რაც ზედა რგოლს გადამეტებულ მოლაპარაკების ძლაუფლებას ანიჭებს; გადახდების დაგვიანება და ნაშთების არაეფექტური მართვა. პროცესში მთავარია, ფასწარმოქმნის ჯაჭვის სრული ციკლი შევისწავლოთ; პრობლემების სწორი იდენტიფიცირება შევძლოთ; ანალიტიკური მიდგომით და ანალიზით ავამოქმედოთ ეფექტური მექანიზმები, რაც მნიშვნელოვან შედეგზე გაგვიყვანს“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

Share Article

More From ვერსია

  • სპორტი

    ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქროს მედალი მოიპოვა

  • პოლიტიკა

    ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან - პრემიერი „იმედის” და „პოსტივის” დასანქცირებაზე

  • პოლიტიკა

    პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

  • პოლიტიკა

    ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

  • სპორტი

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხა

  • სამართალი

    შსს სოფელ აღაიანთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

  • პოლიტიკა

    თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდნენ

  • კრიმინალი

    სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკის ამოღების ფაქტზე სამეგრელოს პოლიციამ ერთი პირი დააკავა

  • კრიმინალი

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების ამოიღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - შსს

  • კრიმინალი

    პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა

VERSIA.GE