ჯანგველაძის მკვლელობის ოქროს მოწმე, კახა ძანძავა ამტკიცებს, რომ ვინ წაიყვანა მკვლელობის დღეს პოლიციაში არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ მობილური ავტომობილში დარჩა და სწორედ ამის გამო ვერ გადასცა საგამოძიებო უწყებებს.
ძანძავას დღეს კითხვები მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძების, ასევე გიორგი ჯოხაძის ადვოკატებმა დაუსვეს.
კახა ძანძავა: შემთხვევის დღეს ტელეფონი მქონდა, მაგრამ პოლიციაში არა. ვინც მიმიყვანა ვაკის პოლიციაში იმის მანქანაში დავტოვე, ვინ მიმიყვანა არ მახსოვს. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი არც გამხსენებია. ვიღაცამ დამიბრუნა ჩემი ტელეფონი მოგვიანებით საავადმყოფოში, ვინ დამიბრუნა არ მახსოვს.
ადვოკატი შორენა ნიქაბაძე: ვაკეში იყო ანძების თანახმად ეს ტელეფონი ღამის სამ საათამდე, სადაც თქვენი გამოკითხვა მიმდინაროებდა.
კახა ძანძავა: არ ვიცი.
ადვოკატი ლიკა ბითაძე: საავადმყოფოში ვინ მიგიყვანათ?
კახა ძანძავა: არ მახსოვს.
კითხვები დაცვის მხარეს ძანძავასთან მისი და ჯანგველაძის ბოლო კომუნიკაციაზეც ჰქონდათ, მათ შორის, ვინ იცოდა მის გარდა რომ კანონიერი ქურდის ძმა თბილისში ჩამოდიოდა.
შორენა ნიქაბაძე ადვოკატი- თებერვალში ვიზიტის დროს, იყო ცუდ ხასიათზე? ან არ გამოდიოდა ნომრიდან, თავს არიდებდა აქტივობებს? ჩვენ გვეუბნებიან რომ თებერვალში უკვე მკვლელობა იგეგემბოდა და შემთხვევით არ მოხდა, და ამის განცდა ჰქონდა ლევანს?
კახა ძანძავა - მაგას მე როგორ მივხვდებოდი, მაგრამ ჩვეულებრივად იყო ყველა აქტივობაში ჩართული.
შორენა ნიქაბაძე ადვოკატი- გოდერძიზე გაუვალ ტყეში დამატებითი დაცვის წევრი ხოარ წამოუყვანია? ან იცოდით რომ ლევანს იარაღი ჰქონდა?
კახა ძანძავა - არა, იარაღი გოდერძიზეც არ ჰქონია.
მიქაძეების ადვოკატი ამბობს, რომ ძანძავამ მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა იმ კუთხით, რომ მან გამორიცხა რომ ლევან ჯანგველაძე წინასწარ გრძნობდა საფრთხეს, როგორც ამას პროკურატურა ამბობს.
ლევან ჯანგველაძე თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა და თან ჰქონდა იარაღი - პროკურორი
აღნიშნულმა მოწმემ გამორიცხა, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში ლევან ჯანგველაძეს ჰქონდა საფრთხის შეგრძნება. ეს იმის ფონზეა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბრალდების დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ თითქოსდა 2025 წლის თებერვლის თვეში მიმდინარეობდა მკვლელობის ორგანიზება. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანგველაძის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა განაცხადა იმის შესახებ, რომ მას არასოდეს უთქვამს, რომ პრობლემები ჰქონდა გნებავთ ბიზნესთან დაკავშირებული, გნებავთ სხვა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული. ასევე კახა ძანძავამ განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძეს არასოდეს უხსენებია, რომ მას პრობლემა ჰქონდა გიორგი და დავით მიქაძესთან", - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.
გიორგი ჯოხაძის უფლებადამცველი, ლიკა ბითაძე კი საუბრობს იმ ორ მოწმეზე, რომლთა ჩვენებებიც საქმეში ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ დევს - საუბარია ოლგა ნარცისოვასა და ილია მიკულსკიზე. ბითაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ ცრუ მოწმეებს. მისი თქმით, მოწმე კახა ძანძავამ, რომელიც ლევან ჯანგველაძის მეგობარია თქვა, რომ მოკლული ბიზნესმენის ამ მეგობრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს .
"გამოძიება შედის ჩიხში. მათ მიერ წარმოდგენილი ბოლო ორი მოწმე რუსეთის ფედერაციიდან ქალბატონი როზა ნარცისოვა და ვინმე ილია ნიკულსკი წარმოადგენდნენ ცრუ მოწმეებს და მათ მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია. იმიტომ, რომ კახაბერ ძანძავამ ასევე განმარტა, რომ ლევან ჯანგველაძის მეგობრებს რუსეთის ფედერაციაში იცნობდა ბევრს და არასდროს არ სმენია ვინმე როზა ნარცისოვას და ილია ნიკულსკის შესახებ. შესაბამისად, ეს გარემოებაც ცხადყოფს ყოველივე იმას, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საქმეში არის და სასამართლოს ხდომაზე იკვლევა, დასტურდება, რომ ეს საქმე წარმოადგენს სრულიად სიცრუით გაჯერებულ ვითომდა მტკიცებულებების საფუძველზე შეთითხნილ საქმეს", - ამბობს ლიკა ბითაძე.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
წყარო: tvpirveli.ge