Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    233
    9 h

    "გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე" - პრემიერი

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი
    Details
    პოლიტიკა
    403
    1 d

    საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    499
    1 d

    ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - ირაკლი კობახიძე

    Details
    პოლიტიკა
    940
    3 d

    "დნრ-ის" სასამართლომ ქართველ ოპოზიციონერ კობა ხაბაზს დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    44280
    9 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    57782
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    33177
    5 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    45511
    9 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    348
    8 h

    კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
    Details
    კრიმინალი
    289
    9 h

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა
    Details
    კრიმინალი
    534
    1 d

    90 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი კანაფი - პოლიციამ 4 პირი დააკავა

    დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - მეუფე შიო
    Details
    საზოგადოება
    866
    2 d

    დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - მეუფე შიო

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: დედაქალაქი
2 m
1613

თბილისში წყლის მომავლის I საერთაშორისო ფორუმი იმართება

დედაქალაქი 10-11 თებერვალს „წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს“ მასპინძლობს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ დედაქალაქში არსებულ გამოწვევებზე, ასევე, იმ განხორციელებულ პროექტებზე, რომელთაც მუნიციპალიტეტი ბოლო წლების განმავლობაში წყლისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების თვალსაზრისით ახორციელებს.

მისივე განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული მდებარეობის, მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო და, სასმელი წყლის სექტორის განვითარების პარალელურად, აქვს შესაძლებლობა, იყოს წამყვანი ენერგოიმპორტიორი ქვეყანა.

„სამწუხაროდ, საქართველოში სასმელი წყლის სექტორი ძირეულ ცვლილებებს და მასშტაბურ ინვესტიციებს საჭიროებს. 2017 წელს, როდესაც ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და არსებობდა უამრავი პრობლემა. სწორედ ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს, იწყებს, პირველ რიგში, მწყობრიდან გამოსული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით, წყლისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგებით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, სამუშაოების ვადებსა და ღირებულებას ზრდის. ეს ყველაფერი მოსახლეობაში გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა შესრულებულმა სამუშაომ უნდა გაუძლოს ათეულობით წელს, გვიწევს 24-საათიანი დაუღალავი შრომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთ ქუჩასა და გამზირზე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების ცენტრალური ქსელები, სხვადასხვა დასახლებაში უკვე აშენდა ან იგეგმება ცენტრალური კოლექტორების მშენებლობა; მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსებშიც.

„ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე წყლის მომწოდებელი კერძო კომპანიების დონეზე, საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო, ამაში კი თქვენი, მაღალი სტანდარტების მქონე ოპერატორების ჩართულობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების იმედი გვაქვს. თბილისის მუნიციპალიტეტი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში კვლავაც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საერთაშორისო კომპანია „აქუალია“, რომელიც GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და, ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში ოპერირებს.

ფორუმის მონაწილეები ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში სასმელი წყლის სექტორის განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე, ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით წყლის სექტორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის გარდაქმნის საჭიროებაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმის ფარგლებში დედაქალაქს „აქუალიის“ აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასი, ამავე კომპანიის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი და ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი ეწვივნენ, რომლებმაც დედაქალაქის მერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც გამართეს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

Share Article
VERSIA.GE