ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანალოგის, “მშვიდობის საბჭოს” შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და გასულ კვირას გაასაჯაროვა.
საბჭოს, რომლის თავდაპირველი მიზანიც ისრაელ-ჰამასს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზის ამოქმედება და რეგიონში კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება იქნება. გაცხადებული ინფორმაციით, შემდგომ პერიოდში კი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფას დაისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, ოთხშაბათს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპი მას ოფიციალურად დააფუძნებს და მოწვეული ქვეყნების სიასაც ოფიციალურად გაასაჯაროებს, თუმცა Bloomberg-მა თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით უკვე მოახერხა 51 მოწვეული ქვეყნის დადგენა. მიწვეულთა ჩამონათვალში მითითებულია ევროკომისიაც.
აღსანიშნავია, რომ სიაში წარმოდგენილი ქვეყნების უდიდესი ნაწილი ევროპიდან და აზიიდანაა. მათ შორის არიან დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანა. ჩამონათვალში ვხვდებით ისეთ სახელმწიფოებსაც, რომელთა მოწვევამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი “მშვიდობის საბჭოს” ჩამოყალიბებას. მაგალითისთვის, მოწვეულ ქვეყნებს შორის არიან რუსეთი და ბელარუსი. ასევე სიაში ვხვდებით პაკისტანსა და ინდოეთს და თურქეთსა და კვიპროსს. აქ ჩამოთვლილი სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ტრამპისაგან უშუალო მოწვევა მიიღო. მათმა ნაწილმა “მშვიდობის საბჭოს” წევრობის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა არსებობს საფრანგეთის მაგალითიც, რომელიც ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოწვევის მიუხედავად, წევრობაზე უარი თქვა. აქვე ისიც უნდა ითქვას, “მშვიდობის საბჭოში” ყოფნის სანაცვლოდ ყველა ქვეყანას ყოველწლიურად $1 მილიარდი დოლარის ერთგვარი საწევრო გადასახადის გადახდა მოუწევს. სრული სია ასეთია:
სრული სია
- ევროპული საბჭო
- ალბანეთი
- ავსტრია
- ბელარუსი
- კვიპროსი
- ფინეთი
- საფრანგეთი
- გერმანია
- საბერძნეთი
- უნგრეთი
- ირლანდია
- იტალია
- ნიდერლანდები
- ნორვეგია
- პოლონეთი
- პორტუგალია
- რუმინეთი
- სლოვენია
- ესპანეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- თურქეთი
- დიდი ბრიტანეთი
- უკრაინა
- ჩინეთი
- რუსეთი
- ინდოეთი
- საუდის არაბეთი
- კატარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ბაჰრეინი
- ომანი
- მაროკო
- იორდანია
- ისრაელი
- პაკისტანი
- ინდონეზია
- უზბეკეთი
- ყაზახეთი
- ვიეტნამი
- ტაილანდი
- სამხრეთ კორეა
- სინგაპური
- იაპონია
- კანადა
- არგენტინა
- ბრაზილია
- პარაგვაი
- ეგვიპტე
- ავსტრალია
- ახალი ზელანდია