Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    აშშ-ს  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა
    Details
    პოლიტიკა
    151
    3 h

    აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

    ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
    Details
    პოლიტიკა
    172
    3 h

    ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

    51 ქვეყანა, რომელიც ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია - სრული სია
    Details
    პოლიტიკა
    411
    22 h

    51 ქვეყანა, რომელიც ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია - სრული სია

    სუს-ი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს
    Details
    პოლიტიკა
    537
    22 h

    სუს-ი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    28302
    6 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    41762
    11 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    17231
    3 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    29601
    6 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ
    Details
    საზოგადოება
    117
    2 h

    ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ

    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია  დიდი ოდენობით ნარკოტიკი
    Details
    კრიმინალი
    156
    3 h

    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

    სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
    Details
    განათლება
    155
    3 h

    სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

    კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” სასამართლო მოუგო
    Details
    სპორტი
    164
    3 h

    კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” სასამართლო მოუგო

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
1 m
872

კადიროვი ჩეჩნეთი-შატილის გზის პერსპექტივაზე: „ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს“

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა იტუმ-კალეს-შატილის საავტომობილო გზის მშენებლობას - გზას, რომლის მშენებლობაზეც კადიროვი და მისი გარემოცვა წლებია საუბრობენ და რომელიც ჩეჩნეთის რაიონ იტუმ-კალეს შატილთან დააკავშირებდა.

ამ მარშრუტის ამუშავებას მუდმივად განიხილავს გროზნო/მოსკოვი, თუმცა თბილისის ოფიციალური პოზიციაა, რომ ამ გზის შესაძლებლობა არასოდეს განუხილავს.

კვირას, 14 დეკემბერს, ჩეჩნეთში გამართულ პრესკონფერენციაზე რამზან კადიროვს ჰკითხეს, თუ „რა უშლის ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას ხელს“.

„სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს და ყველაფერი გავაკეთეთ“, - განაცხადა კადიროვმა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა „დოკუმენტებს“ გულისხმობდა.

„სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს“, - თქვა რამზან კადიროვმა.

2022 წელს ჩეჩნეთის მაღალჩინოსნები კვლავ საუბრობდნენ ამ გზის გახსნის საჭიროებაზე, – უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო „შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების“ გათვალისწინებით.

  • ჩეჩნეთის მხარეს საავტომობილო გზა წლებია არსებობს, თუმცა არ არის კეთილმოწყობილი;
  • საქართველოს ტერიტორიაზე შემხვედრი გზის ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

2022 წლის მარტში ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის“.

„ეს საკითხი დიდ პრესკონფერენციაზე წამოჭრეს პუტინთან, რაზეც ვლადიმირ ვლადიმირის ძემ განაცხადა, რომ ეს კარგი იდეაა და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის სამინისტროში პრაქტიკული გეგმა არ არსებობს, მიზანშეწონილობა ნამდვილად დგას“, - განაცხადა მან.

2022 წლის 17 მარტს „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე“ გამოეხმაურა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

„[გვსურს] ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, არის მცდარი“, - განაცხადა სამინისტრომ.

წყარო: რადიო თავისუფლება

Share Article

More From ვერსია

  • ეკონომიკა

    პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

  • ეკონომიკა

    საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში რეკორდული - ₾277 მილიონის ჯარიმები შევიდა

  • ეკონომიკა

    საქართველოზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს - ილჰამ ალიევი

  • საზოგადოება

    ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ

  • ეკონომიკა

    2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ 9.2% შეადგინა