Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა. 32 წლის ქართველმა, 2021 წლისშემდეგ, პირველად მოახერხა ტურნირის მოგება, რაც მისასალმებელია.

ფინალურ შეხვედრაში, ჰაარდის საფარზე, ქართველმა იაპონელი მეტოქე, მსოფლიოს 78-ე ჩოგანი, ტარო დანიელი ორ სეტში, 7:5, 6:4 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ნიკამ 100 სარეიტინგო ქულა და 18 230 დოლარი მოიგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი კვირის რეიტინგში, ბასილაშვილი წინ 96 საფეხურით წაიწევს და მსოფლიოს 215-ე ჩოგანი გახდება.

სამხრეთ კორეიდან, ნიკა იაპონიააში გადაინაცვლებს, სადაც ასევე ჩელენჯერის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და მისი მოგების შემთხვევაში, კიდევ 75 სარეიტინგო ქულა დაერიცხება.