Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

გასულ ტურში, გიორგი მიქაუტაძის დამაჯერებელი ასპარეზობის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ მთავარი მწვრთნელი ქართველს „ლილთან“ გასვლით შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში დააყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეეტიც, ქართველი ფორვარდი პიერ საჟმა მოედანზე მხოლოდ ბოლო 5 წუთით შეუშვა და გულშემატკივრები გააბრაზა, თუმცა, ნამაატჩევს ახსნა, ასე რატომ მოიქცა. თურმე, მატჩის წინა დღეს, მიქაუტაძე ცუდად გახდა, მაატჩამდე ორიოდე საათით ადრე გამოჯანმრთელდა და მწვრთნელმა უბრალოდ არ გარისკა.

„სენტ ეტიენის“ რიგებში სრულად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, მისმა გუნდმაკი, „სტრასბურგი“ დაამარცხა. ადვილი მისახვედრია, რომ უძლერეს ლიგაში წელს დაბრუნეებული გუნდი, ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს და თუ ამას მოახერხებს, ფინანსურადაც გაიმართება წელში და გაისად უფრო მააღალ მიზნებს დაისახავს.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად „ჰანოვერთან დამარცხდა, მაგრამ... ჯერ იყო და ბუდუს გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს,აქაოდაშენი პარტნიორი თამაშგარეში იყოო და მერე, მასპინძლებს ჩაუთვალეს ისეთი გოლი, რომელზეც მთელი გერმანია საუბრობს, რომ თამაშგარედან გავიდა. ბუდუმ სრულად კი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ სამი ქულა „ჰანოვერს“ დარჩა.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ უშუალო კონკურენტ „რაპიდს“ მასპინძლობდა და შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. ავსტრიული გუნდის ქართველმა კაპიტანმა 88-ე წუთამდე ითამაშა და მისი გუნდი კვლავ პირველ ადგილზეა.

„შეფილდ უენსდისთან“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და მის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც არის. ამ მოგებით, „უოტფორდი“ საპლეიოფო ზონაას დაუბრუნდა, ანუ, თუ ასე გააგრძელა, არც პრემიერლიგაა შორს.

მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა გურამ კაშია. ქართველი მცველი „სლოვანს“ კაპიტნობდა, მისი გუნდი კი, „პოდბრეჟოვას“ სტუმრობდა და 3-1 გაიმარჯვა. კაშიამ თავისი გუნდის მეორე გოლი შეაგდო, თან შეუცვლელად ითამაშა და რაც მთავარია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო. მისი მეტოქე „ატალაანტა“ იყო და შეიძლება ითქვას, რომ ანტონიო კონტეს შეგირდებს ბევრი არაფერი გამოუვიდათ. მწვრთნელმა კვარა მეორე ტაიმის მიწურულს შეცვალა, თუმცა ქართველი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარცხის მიუხედავად, ნეაპოლელები პირველ ადგილზე რჩებიან, მაგრამ მდევრებთან სხვაობა საგრძნობლად შემცირდა.