აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფა-ს მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის ტრამპის მხრიდან გაწეული ძალისხმევა შეაქო.

თავად აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არის ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივი.

დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს და კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის კოორდინაციისა და მეგობრობისთვის.

ტრამპმა დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც აღნიშნა, რომ აშშ-ში „სოკერს“ „ნამდვილად“ ფეხბურთი უნდა ერქვას.