Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    231
    8 h

    "ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს" - პრემიერი

    ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    232
    9 h

    ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

    Details
    პოლიტიკა
    280
    11 h

    "საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს" - პრემიერი

    აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია
    Details
    პოლიტიკა
    438
    1 d

    აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    20137
    5 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    33574
    10 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    9053
    1 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    21466
    5 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს
    Details
    კრიმინალი
    263
    13 h

    თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს

    სამეგრელოს პოლიციამ  დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
    Details
    კრიმინალი
    257
    13 h

    სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

    დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    651
    1 d

    დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს

    სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა დაადგინა
    Details
    სამართალი
    481
    1 d

    სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა დაადგინა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
2 w
331

„იგლ ჰილსის“ პროექტს უპრეცედენტო წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში, 11 მლრდ ლარი იქნება წვლილი, ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადააჭარბოს - ირაკლი კობახიძე

ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადააჭარბოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირება არ უნდა იკადროს ოპოზიციამ, თუმცა, პრემიერის თქმით, ამას მაინც არ თაკილობენ.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს. იქაც ყველაფერი ერთი ხელიდან არის ხოლმე მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთითა და იმავე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ, საბოლოო ჯამში, ერთგვარი კოორდინაციაა. განვმარტე, დაახლოებით რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, შემდეგ, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითიც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და, ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რათა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ საქმე როდესაც ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე ეხება უპრეცედენტო ინვესტიციას.

„ეს არ არის ერთი მორიგი საინვესტიციო პროექტი, სადაც, მაგალითად, ერთი სასტუმრო აშენდება და კარგია, მაგრამ ერთი სასტუმროა და შეიძლება, გამოხვიდე შენი კრიტიკული მოსაზრებებით რაღაცასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა. ეს ციფრებში გამოვხატეთ – საუბარია დაახლოებით იმაზე, რომ 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი. ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება 100 მლრდ ლარზე ცოტა მეტი. წარმოიდგინეთ, ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის რამხელა დანამატია 11 მლრდ ლარი მარტო ერთი პროექტიდან. საუბარია ერთ პროექტზე და მხოლოდ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე. ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება, დიდი ალბათობით, 20 მლრდ ლარს გადასცდეს. ეს არ არის მორიგი საინვესტიციო პროექტი, რასთან დაკავშირებითაც, შეიძლება, ზერელე დამოკიდებულება გქონდეს. ამ მასშტაბის ინექციაზეა საუბარი ჩვენს ეკონომიკაში. ბიუჯეტს რაც შეეხება, ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად, სულ მცირე, დაემატება 700 მლნ ლარი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე, აქედან 500 მლნ გადასახადების სახით და, სულ მცირე, 200 მლნ საშუალოდ, წლიურად, დივიდენდის სახით, რომელიც 33%-ის ოდენობით წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. 24 000 არამუდმივი სამუშაო ადგილი იქნება საშუალოდ მშენებლობის პერიოდში და შემდეგ რჩება 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი. აქაც, ხედავთ, რამხელა წვლილი შეაქვს პროექტს ჩვენს ეკონომიკაში, დასაქმებაში, ბიუჯეტში. ეს არ არის ერთი მორიგი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება იკადრო სპეკულირება. ზოგადად, არ უნდა იკადრო, მაგრამ არის რაღაც თემები, სადაც ასე სპეკულირება წარმოუდგენელია, თუმცა ასეთ ქმედებას არ თაკილობენ. სრულ აბსურდზე საუბრობენ. უნაკლო პროექტია. შეიძლება, რაღაც პროექტი იყოს კარგი, მაგრამ ჰქონდეს გარკვეული ნაკლი, ჭარბი განაშენიანება შეიძლება იყოს დაკავშირებული და ასე შემდეგ. ეს პროექტი თითოეული შემადგენლით უნაკლოა“, – აღნიშნა პრემიერმა.

Share Article

More From ვერსია

  • ეკონომიკა

    საქართველოს აეროპორტები 8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, ავიარეისების რაოდენობა - 18%-ით გაიზარდა

  • დედაქალაქი

    დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო

  • პოლიტიკა

    "ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს" - პრემიერი

  • პოლიტიკა

    ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

  • ეკონომიკა

    ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში დღგ-ის გადამხდელებს ორ მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდათ

  • პოლიტიკა

    "საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს" - პრემიერი

  • კრიმინალი

    თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს

  • კრიმინალი

    სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

  • ეკონომიკა

    ავტობანის ლანჩხუთი-ლესას 4-ზოლიანი 8-კილომეტრიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება

  • მსოფლიო ამბები

    ჟურნალმა „თაიმმა“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა

VERSIA.GE