Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    429
    7 h

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    442
    7 h

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
    Details
    პოლიტიკა
    640
    1 d

    ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა
    Details
    პოლიტიკა
    811
    1 d

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    16074
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    63456
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    77007
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    53072
    9 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    სასამართლომ 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
    Details
    სამართალი
    97
    1 h

    სასამართლომ 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

    ჟურნალისტი ვახო სანაია საპატიმროში გადაიყვანეს
    Details
    სამართალი
    279
    6 h

    ჟურნალისტი ვახო სანაია საპატიმროში გადაიყვანეს

    ახალი მეფე ფეხბურთის სამყაროში - ლამინ იამალის განვლილი გზა
    Details
    სპორტი
    696
    1 d

    ახალი მეფე ფეხბურთის სამყაროში - ლამინ იამალის განვლილი გზა

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა
    Details
    საზოგადოება
    626
    1 d

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
1 y
685

ლევან დავითაშვილი: „ხობი 2 ჰესი“-ს სახით ექსპლუატაციაში შევიდა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი

საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე „ხობი 2 ჰესი“ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია”-ს მიერ განხორციელებული პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - სადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს, ხოლო ელ. ენერგიის წლიური გამომუშავება დაახლოებით 200 მლნ კვტ სთ-ს შეადგენს. ამ პარამეტრებით „ხობი 2 ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ჰესების პირველ ხუთეულში შედის. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

„დღეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი შევიდა ექსპლუატაციაში, 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოს ენერგოსისტემას 1150 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე დაემატა, ეს დიდი მიღწევაა. 63 ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, თუმცა, ამ მასშტაბის პროექტები ყოველდღე არ გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია - ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ჰესის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა - ნინო ენუქიძემ და გენადი არველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების, ენერგეტიკის დარგის უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ჰესის ინფრასტრუქტურა და კომპანიის წარმომადგენლებისგან მისი მუშაობის შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვაა, რომ არსებული ენერგორესურსები მაქსიმალურად იქნას ათვისებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები აქვს, პირველ რიგში - ჰესების მიმართულებით, რადგან ქვეყანას 26 ათასზე მეტი მთის მდინარე გააჩნია და საჭიროა ამ რესურსების ათვისება. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ კუთხით მომავალ წლებში აქტიურად იმუშავებს, ისევე, როგორც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგოსისტემის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპასთან დაკავშირებადობის და ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე.

„აბსოლუტურად რეალისტურია ჩვენი ამბიციური გეგმა - რომ შეგვიძლია არამხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ 10,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს. ეს სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სრულად დაეხმარება ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს და ასევე გვექნება ახალი, ენერგოტევადი დარგების განვითარების და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის საშუალება. ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ასევე დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტია - ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დღეს ასევე აქცენტი გაკეთდა ახალი ჰესის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობაზე რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული და იმ სოციალური პროექტების სახით, რომელთაც ინვესტორი კომპანია ახორციელებს. ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ამასთან, კომპანიამ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული პროექტების სახით უკვე დახარჯა 408, 000 ლარი, მათ შორის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს თანამედროვე სპორტულ კომპლექსს.

Share Article

More From ვერსიატიტანი

  • სპორტი

    ლიეტუვისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა

  • სპორტი

    ლიეტუვისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა

  • საზოგადოება

    კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება - მეუფე შიო

  • საზოგადოება

    ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც დედაეკლესიის ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“ - ბიძინა ივანიშვილი

  • საზოგადოება

    საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  • პოლიტიკა

    მადლობა ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მისი გაბედული ბრძოლა რომ არა, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი იდენტობის დაცვა - პრემიერი

  • პოლიტიკა

    საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ერები მდგრადნი რჩებიან, როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას, საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ ტრადიციასთან - პრემიერი

  • პოლიტიკა

    საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია - ირაკლი კობახიძე

VERSIA.GE