Light
Dark
Share
Listen On

19 აგვისტოს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება.

წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 2025 წლის 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში გაიმართება ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ისტორიული ღონისძიება – ბახმაროს თასი.

დოღის ტრადიცია ბახმაროში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ფერისცვალების დღეს, 19 აგვისტოს, მთელი საქართველოდან – გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და სხვა კუთხეებიდან – ცხენოსნები იკრიბებიან, რათა თავიანთი ოსტატობა და ცხენოსნობის სიყვარული გააზიარონ.

წელს მონაწილეებს კვლავ ელით ოთხი სანახაობრივი გარბენი:

  • „ნაბეღლავის თასი“ – ნახევარ სისხლიანი ცხენებისთვის, დისტანცია 1 600 მეტრი
  • „გურიის თასი“ – ადგილობრივი ჯიშისთვის, მანძილი 2 400 მეტრი
  • „გმირების თასი“ – შერეული სისხლის ცხენებისთვის, დისტანცია 2 400 მეტრი
  • „ბახმაროს თასი“ მარულა – ღია გარბენი 4 800 მეტრზე

ფულადი საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს, რაც დამატებით სტიმულს უქმნის მონაწილეებს.

ცხენოსნების რეგისტრაცია დაიწყება 18 აგვისტოს, 12:00 საათზე, დოღის სტარტთან. გარბენები 19 აგვისტოს 13:00 საათზე დაიწყება.

წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, სპეციალურად ბახმაროს დოღისთვის შეიქმნა წყაროს წყალი ბახმაროს განახლებული, ლიმიტირებული ეტიკეტი, რომელიც დოღის ვიზუალურ სტილს ატარებს და უკვე რეალიზაციაშიცაა ჩაშვებული.

წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან „საქართველოს ბანკი“ და „კროკობეთი“.

ბახმაროს თასის მთავარი მიზანია უნიკალური ეკოკურორტის ბახმაროს პოპულარიზაცია, ეროვნული ტრადიციების გაძლიერება და ქართული ცხენოსნობის მხარდაჭერა.