Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    აშშ-ს  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა
    Details
    პოლიტიკა
    166
    4 h

    აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

    ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
    Details
    პოლიტიკა
    187
    5 h

    ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

    51 ქვეყანა, რომელიც ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია - სრული სია
    Details
    პოლიტიკა
    426
    23 h

    51 ქვეყანა, რომელიც ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია - სრული სია

    სუს-ი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს
    Details
    პოლიტიკა
    554
    23 h

    სუს-ი გაზპრომთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიმოწერას აქვეყნებს

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    28316
    6 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    41777
    11 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    17243
    3 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    29614
    6 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ
    Details
    საზოგადოება
    149
    1 h

    ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ

    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია  დიდი ოდენობით ნარკოტიკი
    Details
    კრიმინალი
    172
    4 h

    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

    სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
    Details
    განათლება
    171
    5 h

    სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

    კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” სასამართლო მოუგო
    Details
    სპორტი
    181
    5 h

    კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” სასამართლო მოუგო

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
5 m
935

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - პრემიერმა თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.

„მივესალმები პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარლამენტარებსა და მინისტრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს,

მივესალმები ჩვენი ღონისძიების ღრმად პატივცემულ სტუმრებს,

მივესალმები საზოგადოებას. დღეს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარ კანდიდატს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის, თბილისის მერის კანდიდატურას.

დღეს, ამ ლამაზ და მშვიდ საღამოს, არ გვაქვს უფლება, პირველ რიგში, მადლობა არ გადავუხადოთ ქართველ ხალხს შარშან, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის. შარშან შედგა რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ.

სწორედ ამ გამარჯვებამ მოგვცა შესაძლებლობა, დღეს მთელი ყურადღება გადავიტანოთ თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევასრულებთ.

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. 2012 წლიდან საქართველოს აქვს 13-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, უკვე მეხუთე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს. პირველ რიგში, მინდა გავიხსენო, რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. გასული 8 წლის განმავლობაში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა:

- თბილისი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქი: მოეწყო 2,500-ზე მეტი ახალი და განახლებული პარკი და სკვერი; აღდგა და განახლდა ტყე 142 ჰექტარ ფართობზე; დაირგო 665 ათასზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი;

- რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის 100-მდე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, მათ შორის - ორბელიანის მოედანს, გუდიაშვილის მოედანს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს, დარეჯან დედოფლის სასახლეს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს;

- ქალაქს შეემატა 916 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი; სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი; მეტროს დაემატა და ემატება 138 ახალი ვაგონი, შეკეთდა 208 ვაგონი; რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2 მეტროსადგურს; დაიხაზა ავტობუსის 81-კილომეტრიანი და ველოსიპედის 40-კილომეტრიანი ზოლები; ამოქმედდა 90-წუთიანი უფასო გადაჯდომის ტარიფი და შეღავათიანი სამგზავრო აბონემენტები; მოეწყო და უახლოეს მომავალში მოეწყობა ჯამში 300-მდე ელექტროდამტენიელექტრომობილებისთვის; 3 ეტაპად გატარდა ტაქსების მასშტაბური რეფორმა;

- 700-ზე მეტ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა გამაგრება; ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით უახლოეს მომავალში ბინას დამატებით 1,100 ოჯახი მიიღებს; დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი მიიღო 12,000-მდე დაზარალებულმა ოჯახმა; სამშენებლო ამნისტიის პროექტის შედეგად, უფლებრივად უნაკლო ბინა 30 ათასზე მეტმა თბილისელმა მიიღო;

- თბილისში მოწესრიგდა მრავალი გამზირი, ქუჩა და გზა: შეკეთდა და რეაბილიტირდა8,5 მილიონი მ2 გზის საფარი; რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1,754 ქუჩა და გამზირი; აშენდა ახალი გზები, ესტაკადები, პანდუსები, საავტომობილო ხიდები და გვირაბები; 2,000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოსაწესრიგებლად; გამაგრების სამუშაოები ჩატარდა 800 მისამართზე; 128,000 მ2 ფართობზე დამონტაჟდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები; მოეწყო გარე განათების ახალი ქსელები - დამონტაჟდა 7,500 ბოძი და 20,000 სანათი, მოეწყო 3,800 მხატვრული მინათების სანათი;

- თბილისი გახდა უფრო მზრუნველი ქალაქი ბავშვებისთვის: აშენდა და გაიხსნა 26 ახალი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 14 საბავშვო ბაღს, სრულად გარემონტდა 8 საბავშვო ბაღი, შენდება 6 ახალი საბავშვო ბაღი და სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაუტარდება 2 ავარიულ საბავშვო ბაღს; დაინერგა ბავშვთა უსაფრთხოებისა და საბავშვო ბაღის მართვის თანამედროვე სტანდარტები; გაორმაგდა საბავშვო ბაღების 13,500 თანამშრომლის ხელფასები; მომზადებისა და გადამზადების კურსები გაიარა საბავშვო ბაღების 9,000-მდე თანამშრომელმა;

მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,842,017 შემთხვევა; 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას; 1,375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800-ლარიან დახმარებას; 10,000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს და მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე; 73 ათასზე მეტი პირი დაფინანსდა სოციალურად დაუცველ პენსიონერთა 500-ლარიანი მედიკამენტების პროგრამით; 347-ჯერ გაიცა 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებზე ერთჯერადი

- დახმარება 1,000 ლარის, ხოლო 2025 წლიდან - 10,000 ლარის ოდენობით;

- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით, განხორციელდა 5 ათასზე მეტი პროექტი და ინიციატივა; სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ, 4,000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს; 5,000-მდე წარმატებული მაგისტრანტი გახდა თბილისის მერიის სტიპენდიატი; პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, 11,000-ზე მეტი თბილისელი გადამზადდა, საიდანაც 75% დასაქმდა; 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის, 2025 წელს კი - სპორტის ქალაქის სტატუსი; აშენდა და რეაბილიტირდა 500-ზე მეტი სპორტული მოედანი; აშენდა 5 სპორტული კომპლექსი; ამოქმედდა პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მუზეუმს, 8 სახელოვნებო სკოლას და 5 ბიბლიოთეკას.

ეს არის იმ საქმეების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გასული 8 წლის მანძილზე თბილისისთვის და თბილისელებისთვის გაკეთდა. და ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული სიყვარულითა და მზრუნველობით თბილისისა და თბილისელების მიმართ. ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული პროფესიონალიზმით და გამორჩეული გემოვნებით.

ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.

მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად - მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი - კახა კალაძე“, - აღნიშნა პრემიერმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.

Share Article

More From ვერსია

  • ეკონომიკა

    პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

  • ეკონომიკა

    საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში რეკორდული - ₾277 მილიონის ჯარიმები შევიდა

  • ეკონომიკა

    საქართველოზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს - ილჰამ ალიევი

  • საზოგადოება

    ელიავას ბაზრობაზე მეორადი საბურავების რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებენ

  • ეკონომიკა

    2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ 9.2% შეადგინა

  • პოლიტიკა

    აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

  • კრიმინალი

    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

  • განათლება

    სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

  • პოლიტიკა

    ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

  • სპორტი

    კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” სასამართლო მოუგო

VERSIA.GE